არქიტექტურა ვეფხვს დადევნებული მონადირის უნიკალური და განსაცვიფრებელი აღმოჩენა 2017, 18 აპრილი, 11:57 1819 წლის აპრილში ბრიტანელი ოფიცერი ჯონ სმიტი მუმბაის (ინდოეთი) შემოგარენში ნადირობდა. დაჭრილი ვეფხვის დევნაში ის გამოქვაბულის უცნაურ შესასვლელს წააწყდა. როცა ოფიცერი შიგ შევიდა, მან საკუთარ თვალებს არ დაუჯერა...
ნაპოვნი იმდენად საინტერესო და იდუმალი ჩანდა, რომ სმიტმა ნადირობას თავი დაანება და გადაწყვიტა კარგად გამოეკვლია გამოქვაბული. შესასვლელში მან ქვის კედლებზე ამოტვიფრული ნაყშები და ნახატები შენიშნა, თუმცა ჯონი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს უდიდესი აღმოჩენის მხოლოდ დასაწყისი იყო. ოფიცრის ნაპოვნით არქეოლოგები დაინტერესდნენ, სულ მალე გამოვლენილი იქნა ქვაში ნაკვეთი ტაძრების, კელიებისა და მონუმენტების მთელი სისტემა. ...და კიდევ, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 29 სხვადასხვა გამოქვაბული. ექსპერტები თვლიან, რომ ისინი აგებულია ბუდისტი ბერების მიერ ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნემდე პერიოდის მანძილზე. თითოეული გამოქვაბული უნიკალურია შესასვლელისა და ინტერიერის განუმეორებელი დიზაინით. გამოქვაბულების უმეტესობა ბერებმა ჯერ კიდევ VII საუკუნეში დატოვეს, თუმცა აჯანტა ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის დღესაც წმინდა ადგილად ითვლება. ამ უნიკალურ ქანდაკებებზე ასახულია ბუდას ცხოვრების თითოეული ეტაპი. გამოქვაბულებში უამრავი ქანდაკება, ნახატი და ფრესკაა, რომლებიც ძალიან კარგადაა შემონახული. წელთა სიმრავლის მიუხედავად, ფერები და უმცირესი დეტალები გასაოცრად კარგადაა შენარჩუნებული. ადგილობრივ მცხოვრებლებში გავრცელებული უამრავი ლეგენდიდან ყველაზე პოპულარული მიგვანიშნებს გამოქვებულების კომპლექსის კავშირზე ბუნებრივ მოვლენებთან. ეს კავშირი შესანიშნავად ჩანს ამ ორი გამოქვაბულის მაგალითზე: ზამთრის და ზაფხულის ბუნიობის დღეებში გამოქვაბულის თავზე არსებული სარკმლიდან შიგნით შემავალი მზის სხივები ანათებს მხოლოდ რელიგიურ ობიექტებს. საუკუნეების სიმძიმის მიუხედავად გამოქვაბულების ინტერიერები საოცრად გამოიყურება. ის სიზუსტე და ოსტატობა, რაც საჭირო იქნებოდა მშენებლობისათვის, დიდ აღფრთოვანებასა და განცვიფრებას იწვევს კომპლექსის დამთვალიერებლებში; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოსტატებს მუშაობა უხდებოდათ ინსტრუმენტების სიმწირის პირობებში. სავარაუდოდ, ვერასდროს შევიტყობთ, თუ როგორ აშენებდნენ ამ გრანდიოზულ კომპლექსს. 1983 წელს "აჯანტას" სამონასტრო კომპლექსი შეტანილი იქნა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. სულაც არაა გამორიცხული, რომ ამ ადგილებში მომავალში ახალ-ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებს ექნეს ადგილი. 492 10-ს მოსწონს
|