x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შემთხვევითობა, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა

როგორც ამბობენ, ისტორიას პიროვნებები ქმნიან. მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ სულ მცირე მოვლენა უფრო დიდი ცვლილებას იწვევს, ვიდრე რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი.
ისტორიაში, ერთი შეხედვით, თითქოს, ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება და ერთი მოვლენიდან მეორე გამომდინარეობს. მაგრამ, არსებობს მომენტები, როდესაც კაცობრიობა ან მისი ნაწილი, ისტორიულ გზის გასაყარზე აღმოჩნდება ხოლმე და თუ რომელი მიმართულებით წავა – ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია...


image


და არჩევანს მხოლოდ ბრმა შემთხვევითობა განსაზღვრავს. ამ შემთხვევით არჩევანს, საკუთარი სახელიც კი აქვს. მას ისტორიკოსები «ბიფურკაციის წერტილს» (ორად გაყოფის წერტილი) ეძახიან და ამ წერტილში დგომის დროს, საკუთარი საბედისწერო როლის შესრულება, მხოლოდ ადამიანებს კი არა, უსულო საგნსაც შეუძლია.


ნაპოლეონის მოგონებებში საინტერესო ამბავი არის იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ის სიკვდილს ერთმა შემთხვევითობამ. მაშინ ნაპოლეონი საფრანგეთის ჯარის მთავარსარდალი იყო და ბრძოლის ველზე, რაღაც მომენტში, მოეჩვენა, რომ ბოტფორდის (მაღალი ჩექმა, რომელსაც ყელი მუხლის ზემოთ გაფართოებული აქვს) თასმა გაეხსნა. ის დაიხარა, რომ შეეკრა და სწორედ ამ დროს, მისი ქუდი ტყვიამ გახვრიტა და უკან მდგომი მეომარი მოკლა. აღმოჩნდა, რომ მთავარსარდალს თოფი დამიზნებით, თავში ესროლეს და რომ არა გახსნილი თასმა, ნაპოლეონი, დიდი ალბათ, დაიღუპებოდა და ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, რაც მის საომარ კამპანიებს მოჰყვა...


image


ომებს, რომელსაც ნაპოლეონ ბონაპარტე 1799–1815 წწ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებდა, ჩეულებრივ – ნაპოლეონის ომებს ეძახიან და ამ ომებმა მხოლოდ ევროპის პოლიტიკური რუკის ცვლილება კი არა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან (1799 წ. საფრანგეთის პირველი კონსული გახდა) – «ას დღიან» ეპოქამდე, რომელიც 1815 წლის ივნისში, ვატერლოოსთან ნაპოლეონის სრული მარცხით დასრულდა, საბრძოლო მოქმედებების გამო, სულ ცირე, 3, 5 მლნ. მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.


P. S. «მე მხატვარი ვარ და არა პოლიტიკოსი. პოლონეთის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ვისურვებდი ჩემი ცხოვრება, როგორც მხატვარი დამესრულებინა» – უთხრა 1939 წლის აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, ჰიტლერმა ნევილ ჰენდერსონს (Nevile Henderson, 1937—1939 წწ. ბრიტანეთის ელჩი გერმანიაში).

მომავალმა ფიურერმა ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ორჯერ – 1907 და 1908 წელს სცადა, მაგრამ ორჯერვე უარით გაისტუმრეს...

დღეს ჰიტლერის ნახატები აუქციონებზე ათასობი დოლარად იყიდება (მაგ., 2015 გერმანიის აუქციონზე მისი 14 ტილო, 400 000 € გაიყიდა) და უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე კრიტიკოსების შეფასებით, მისი ნამუშევრები, «არც თუ ისე ცუდია»...


imageimageimage
და თავის დროზე, მისი ნიჭი და შესაძლებლობა სათანადოდ რომ შეეფასებინათ, იქნებ, მეორე მსოფლიო ომი არც ყოფილიყო?!

imageimageimageნაპოლეონის ყველაზე დამამცირებელი და სამარცხვინო მარცხი (ვატერლოო არა, სხვა...)
რას ეძებდა ნაპოლეონი ეგვიპტეში და რა ნახა მან ხეოფსის პირამიდაში?
არსებობს თუ არა ბედისწერა? – “დიდება შენ, მაკბეტ! მეფე გახდები!"
წარმოუდგენელი ფაქტები დამთხვევების ისტორიიდან

ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს

0
1073
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1073
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0