x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პროდუქტები, რომლებიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს
გარდა იმისა, რომ თმა სხეულის დამცავ სისტემას წარმოადგენს და ძირითადად შედგება კერატინისგან, ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული, ნამდვილი განძი იყო, არის და იქნება. ლამაზი თმა კი უფრო მომგებიანია ქალისთვის, რადგან მამაკაცისთვის ეს ერთდროულად სილამაზის და ჯანმრთელობის მაჩვენებელია.


image

გრძელი თმა ქალების უმეტესი ნაწილის ოცნებაა, ამისათვის კი მრავალ ხერხს მიმართავენ- სპციალური შამპუნები, ნიღბები, ვიტამინები, თუმცა მხოლოდ ერთი დეტალით შეძლებთ ამ პრობლემას უფრო სწრაფად და უვნებელად მოევლოს, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.


წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობენ თმის ზრდას




ორაგული- ცხიმოვანი მჟავები, ომეგა3, ვიტამინი B12 და რკინა, რომელსაც ეს ზღვის პროდუქტი შეიცავს, საგრძნობლად აძლიერებს ფოლიკულებს და ასტიმულირებს თმის ზრდას. ექვსი თვის მანძილზე ამ პროდუქტისა და ზოგადად ცხიმოვანი მჟავების, ომეგა3, ვიტამინი B12 და რკინის შემცველი პროდუქტების მიღებით ფერხდება ტელოგენის პროცესი (თმის ცვენის ფაზა).image



ქათამი- ის სავსეა ცხოველური ცილებით, რომელიც ხელს უწყობს კერატინის გამომუშავებას. (თმაში 80% კერატინია). 2-3 თვე ქათმის ხორცის მიუღებლობა იწვევს თმის ზრდის შეჩერებასა და ცვენას. ამ კუთხით ასევე სასარგებლოა ინდაურის და კურდღლის ხორცი.image



კვერცხი- ის შეიცავს ისეთ საჭირო ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია თმის ზრდისა და ნორმალური პირობებისთვის. ესენია- ცილა, ბიოტინი, ლეიცინი (პასუხისმგებელი უჯრედის გაყოფა) და სხვა საჭირო ამინომჟავები.image



ნუში- შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც ასტიმულირებს და აძლიერებს თმას. მაგ-ად დღეში 30გრ ნუშის (რაც რაოდენობრივად უდრის 15-20 ცალ ნუშის კაკალს) მიღება 70%-ით ავსებს თმას საჭირო ნივთიერებებით. გარდა ამისა კი ნუში ასევე შეიცავს ბიოტინს, ცხიმოვან მჟავებს და B ჯგუფის ვიტამინებს.image




გოგრის კურკა (თესლი)- გოგრის კურკები შეიცავს B1, B2, B3, B4 ვიტამინებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თმის ზრდაზე და ასევე ვიტამინებს B5 და B6, რომლებიც ზრუნავენ თავის კანის ჯანმრთელობაზე. მაშინ, როდესაც ალოპეციის (თმის ცვენა–გამელოტება) პროცესია, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ გოგრის კურკის ზეთი, რომელიც სწრაფად ეხმარება პროცესის შეფერხებას.image




იხილეთ აგრეთვე:


ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ

"გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად" გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი
როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება)
აღარასოდეს გამოიყენოთ შამპუნი, რომელშიც ეს 5 კომპონენტია- სასწრაფოდ შეამოწმეთ!
როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი თმა? უმარტივესი მეთოდი
რატომ გვცვივა თმა?
ნახეთ რა მარტივია იქონიოთ ბზინვარე და ჯანმრთელი თმა
ამის ცოდნის შემდეგ ნაკლებად მიმართავთ სილამაზის სალონებს
იცოდით რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე?
ყველაზე საშინელი ვარცხნილობები მამაკაცების არსებობის ისტორიაში
20 სერიოზული დანაშაული საკუთარი თმის წინააღმდეგ
არაჩვეულებრივი ვარცხნილობები თქვენი ხელით სახლიდან გაუსვლელად (უამრავი ფოტოგაკვეთილი)


0
1259
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0