x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება)
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გათეთრება (გაჭაღარავება) დაკავშირებულია სისხლნაკლებობასთან, ავიტამინოზთან, ნერვულ და იმუნურ სისტემასთან, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან. თმის ფერი პირდაპირ დამოკიდებულებაშია პიგმენტ მელანინის ხარისხსა და რაოდენობაზე, რომელიც თმის ბოლქვშია განლაგებული. ბოლქვები ასინთეზირებენ თმის პიგმენტებს: მოყავისფრო-მოშავო ეუმელანინსა და ყვითელ თეომელანინს, მათი ნაზავი კი განსაზღვრავს თმის ფერს. თვით მელანოციტები წარმოიქმნება ღეროვანი უჯრედებისგან. ასაკთან ერთად თმის ფოლიკულები კარგავენ ფუნქციას. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო ნაკლებია ღეროვანი უჯრედები თმის ფოლიკულებში. მაგ: 70-80 წლის ასაკში ადამიანს საერთოდ არ გააჩნია ღეროვანი უჯრედები.


image

თმის ნაადრევი გაჭაღარავების ზუსტი მიზეზი და მექანიზმი უცნობია. თუმცა არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ჭაღარის მომრავლებას. დადგენილია, რომ ნივთიერება თიროზინის დეფიციტი არის ერთ-ერთი ფაქტორი. თიროზინი შედის ცილოვანი პროდუქტების შემადგენლობაში. მისი დეფიციტი უხშირესად დიეტის მოყვარულებს უვითარდებათ. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინი B 12-ის დეფიციტი, რომელიც ცხოველურ პროდუქტებში შედის და მათი რაციონიდან ამოღება ხანგძლივი დროით იწვევს გაჭაღარავებას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ზოგიერთი დაავადება თმას შეფერილობას უცვლის (აღიავებს), რაც ზოგიერთ ადამიანს ჭაღარა ჰგონია ხოლმე. მაგ: სებორეა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სპილენძის დეფიციტის გამომწვევი ე.წ. ვილსონ-კონოვალიოვის დაავადება. ადრეულ ასაკში ჭაღარის მიზეზად კალციუმის დეფიციტიც მოიაზრება.

არასწორი კვება უშუალოდ აისახება თმის სტრუქტურასა და ფერზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობით იღებს ორგანიზმი რკინის შემცვლელ პროდუქტებს, მით უფრო მუქი და სქელი თმები აქვს მას. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს: ვაშლი, ბროწეული, ხორცი, ღვიძლი. სტრესი, განცდები, უარყოფითი ემოციები, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს მთელ ორგანიზმსა და უშუალოდ თმის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ხშირი ღებვა, რის შედეგადაც ირღვევა მელანოციტების სტრუქტურა, რაც იწვევს ჭაღარის მომატებას.

image



დაიმახსოვრეთ, თუ თმის გათეთრება დაგეწყოთ, ის მხოლოდ და მხოლოდ 3 ძირითადი მიზეზით იქნება განპირობებული და შედეგად შემდეგნაირად იმოქმედეთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება).


1. 1-2 თვის განმავლობაში რეგულარულად უნდა მიიღოთ ვიტამინები: A, C, E, ჯგუფი რიფობლავინი და ფოლიუმის მჟავა.


2. ასევე სასარგებლოა: ხორცი, თხილი, ოხრახუში (პეტრუშკა), რადგან ისინი სავსეა ცილებით და სპილენძით. ამიტომ გირჩევთ კვების რაციონი გაამდიდროთ ამ ჩამოთვლილი პროდუქტებით.


3. თმის გათეთრების მთავარი ფაქტორი გენეტიკა, ნერვული სისტემის მდგომარეობა, ავადმყოფობის რაოდენობა და კვებაა. შეეცადეთ შეწყვიტოთ ნერვიულობა და იცხოვროთ აქტიური ცხოვრების სტილით.



P.S. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჯანმრთელი შედეგიც არ დააყოვნებს, რაც ადვილი შესამჩნევი გახდება. ისღა დამრჩენია ჯანმრთელობა გისურვოთ.

1
4302
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4302
  
2017, 25 მარტი, 11:44
სასწარფოდ უნდა დავიწყო ამ რჩევების გათვალისწინება. :))) თუ გენეტიკაში არ მაქ. :D
0 1 1