x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თუ ცხვირი გაქვთ დახშული და ვერ სუნთქავთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ
სურდო და დახშული ცხვირი ძირითადად ზამთრის ცივ და აბეზარ დღეებში მატულობს, რომელიც სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებების დროს გვახსენებს თავს. თუმცა მიმდინარე ამინდებს თუ შვხედავთ, სულაც ვერ ვიგრძნობთ გაზაფხულს და ვხედავთ ქუჩაშიც როგორ იმატა ხალხმა დახშული ცხვირებით, რომელთაც ეს ინფექცია ჩვენამდეც მოაქვთ. ალბათ ყველა თქვენგანს გამოუცდია ან ეხლაც განიცდის და დამეთანხმებით რა საშინელი პროცესია როდესაც ვერ სუნთქავთ, გულიც იღლება და ძალ–ღონეც სრულიად გეცლებათ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცხვირის სპეციალური სპრეი თუ წვეთები, ისინი მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებენ და შემდეგ ისევ ეს საშინელი დახშულობა ისადგურებს, მე კი მინდა ორი მეტად მარტივი გზა გასწავლოთ, თუ როგორ გაათავისუფლოთ დახშული ცხვირი.


image


არსებობს ორი ბუნებრივი საშუალება, რომლებიც დახშული ცხვირის პროცესიდან გაგათავისუფლებთ:



1. პირველი მეთოდი საკმაოდ უცნაური და მარტივია, თუმცა მუშაობს– არ გააღოთ პირი და ისე აღმართეთ ენის წვერი ზევით, შემდეგ კი ამ პოზიციის დროს საჩვენებელი თითი მიიჭირეთ შუბლზე წარბებს შორის და გააჩერეთ 20 წამით.




2. მეორე მეთოდი ძირითადად სუნთქვის პრინციპს ემყარება– გადახარეთ თავი უკან, თითები მოიჭირეთ ცხვირზე რომ ცხვირით სუნთქვა შეაფერხოთ მანამ, სანამ ამას შეძლებთ, უკიდურეს მომენტში კი ამოისუნთქეთ და ნახავთ, რომ თქვენი ცხვირი თავისუფალია და ჰაერის ნაკადს ადვილად შეისუნთქავთ.



ნათელი მაგალითისთვის იხილეთ ვიდეო:





P.S. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა შეძლონ ამ არასასურველი სიტუაციიდან ადვილად გამოძვრომა. ჯანმრთელობას გისურვებთ!



0
6709
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6709
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0