x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ გვცვივა თმა?
თმის ცვენა მემგონი დღეს საყოველთაო პრობლემაა. ალბათ ბევრი თქვენგანი ხარჯავს უამრავ ფულს თმის ცვენის შესაჩერებელ საშუალებებში, თუმცა უშედეგოდ, თმა კვლავ განაგრძობს ცვენას. რატომ გვცვივა თმა? თმის ცვენას მრავალი ფაქტორი განაპირობებს და დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ მიზეზებზე მინდა გესაუბროდ.

image


კვების ხარვეზები: რატომღაც არასოდეს ვუკავშირებთ თმის ცვენასთან მკაცრ დიეტებს. უცხო არაა, რომ ჯანსაღი და მალე მზარდი თმისთვის საჭიროა ცილები, რკინა და A, C და E ვიტამინები. სწორედ მათი ნაკლებობის გამო თმა იზრდება გვიან და გვცვივა.




ჰორმონები: ბევრი ქალი შეამჩნევდა, რომ ორსულობის დროს თმა უფრო გასქელდა და მალე იზრდება. ეს კი განპირობებულია ჰორმონი ესტროგენის დონის გაზრდით, მშობიარობის შემდეგ კი ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა და ქალებს შედეგად თმის საშინელი ცვენა ეწყებათ. ანალოგიური შედეგი ხდება ჰორმონალური პრეპარატების მიღება-შეწყვეტის დროსაც. თუმცა ამ დროს ეს ცვლილებები ნორმალურია, რადგან რამოდენიმე თვის შემდეგ თმის გაზრდა და ცვენის შეწყვეტა ნორმაში დგება.





გვერდითი მოვლენები: ზოგიერთი მედიკამენტები, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ნარკოტიკები და სხვა, იწვევენ თმის ქრონიკულ ცვენას, ამიტომ თუ კი თქვენ იყენებთ მსგავსი ჯგუფის პრეპარატებს და დაგეწყოთ თმის ცვენა, აუცილებლად მიმართედ ექიმს.



დაავადება: მაგალითად ფსორიაზი, ფსიქიატრიული და ჰორმონალური დარღვევები იწვევენ თმის კატასტროფულ ცვენას, ამიტომ საჭიროა ვუმკურნალოთ ამ პათოლოგიებს, რათა თმის ზრდის სტრუქტურა აღდგეს.



თმის ვარცხნილობა: თმის ვარცხნილობის გასაკეთებლად ხშირად ვიყენებთ ფენს, უთოს, სხვადასხვა ლაქებსა და ე.წ. ბალზამს, რომელიც ხელს უწყობს თმის გამოშრობას, დაწვას, მტვრევას და ცვენას. იმისათვის, რომ ამ პროცედურების დროს არ დაირღვეს თმის სტრუქტურა, გამოიყენეთ თმის დამცავი ანტითერმული საშუალებები.




იხილეთ აგრეთვე:


● ნახეთ რა მარტივია იქონიოთ ბზინვარე და ჯანმრთელი თმა

აღარასოდეს გამოიყენოთ შამპუნი, რომელშიც ეს 5 კომპონენტია- სასწრაფოდ შეამოწმეთ!

როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება)

10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავყაროთ კვერცხის ნაჭუჭი


0
1172
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0