x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომაა დღემდე ამერიკაში პოპულარული საზოგადოებრივი სამრეცხაო?
imageპირველი საზოგადოებრივი სამრეცხაო ამერიკაში დიდი დეპრესიის პერიოდში გამოჩნდა, როდესაც სარეცხი მანქანები ფუფუნების საგანი იყო რიგითი ამერიკელისათვის.


1934 წელს ქალაქ ფორტ-უერტში გაიხსნა პირველი კომერციული სამრეცხაო, რომელიც თვითმომსახურეობაზე იყო დაფუძნებული.თავიდან სამრეცხაოში მხოლოდ ოთხი ელექტრონული სარეცხი მანქანა იდგა, მაგრამ ის ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული და მეპატრონემ სულ მალე მთლიანად აინაზღაურა დანახარჯები.


imageფოტოზე: სამრეცხაო სახლი-1924 წელი.


დიდი მოთხოვნილების გამო ამერიკაში 30-40-იან წლებში უამრავი თვითმომსახურეობის სამრეცხაო გაიხსნა.დროთა განმავლობაში მუხედავად იმისა, რომ რიგითი ამერიკელების ცხოვრების დონე ამაღლდა და უკვე შეეძლოთ საკუთარი სარეცხი მანქნაა შეეძინათ და სახლში დაედგათ მაინც დღემდე პოპულარულია საზოგადოებრივი სამრეცხაოები.რა არის ამის მიზეზი?



imageფოტოზე:ასეთ შეფუთულ ყუთებში უგზავნიდნენ მომხმარებლებს სამრეცხაოდან თეთრეულს ნიუ-იორკში გასული საუკუნის 30-იან წლებში.




პირველი ის, რომ ამერიკელებისათვის ეკონომიურობა საკმაოდ ახლოა:წყლის და ელექტროენერგიის ეკონომია, პლიუს დაზოგილი სივრცე სახლში.ამასთანავე საზოგადოებრივი სამრეცხაო საკმაოდ იაფი ჯდება.გარეცხვის მომსახუროება შეგიძლიათ მონეტებით ან სპეციალური ბარათით გადაიხადოთ.

მეორეც, ბევრი მოიჯარე უკრძალავს ბინის დამქირავებელს დააყენოს სარეცხი მანქანა, რიგი გარემოებების გამო(გაჟონვა, მოკლე ჩართვა და აშ.)..ამიტომ საზოგადოებრივი სამრეცხაოს კლიენტების ნაწილი სწორედ ასეთი კატეგორიის არიან.


მესამე კატეგორია გახლავთ ისინიც, ვისაც სახლში სარეცხის მანქანა უდგას მაგრამ წელიწადში მინიმუმ სამჯერ მაინც აკითხავს საზოგადოებრივ სამრეცხაოს.მათ მოაქვთ მსხვილი თეთრეული:გადასაფარებელები, საბნები, ბილიკები, ლეიბები და ა.შ აქ რეცხვა უფრო კომფორტულია მრავალი მიზეზის გამო.


imageფოტოზე: საზოგადოებრივი სამრეცხაო-ნიუ-იორკი 1948 წელი.



საშრობი მანქანები, საუთოებელი აპარატები, ბოლო დროს სამრეცხაოებში ტელევიზორები, უფასო Wi-Fi და ყავის აპარატები დგას, რა დროსაც კლიენტს შეუმჩნევლად შეუძლია გაიყვანოს დრო ყავის სმაში თუ ჭორაობაში.სოციოლოგების მტკიცებით საზ.სამრეცხაო არის ერთგვარი ადგილი რელაქსაციისთვის. ამერიკელებს თუნდაც მცირე ხნით შეუძლიათ დაივიწყონ ყოველდღიური პრობლემები.


საზოგადოებრივი სამრეცხაოს უმეტესობა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ძირითადად მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში ან დიდი სუპარმარკეტების სიახლოვეს არის განთავსებული.


და ბოლოს; საზოგადოებრივ სამრეცხაოებს საკმაოდ სოლიდური თანხა შეაქვთ ბიუჯეტში.2011 წლის მონაცემებით ამერიკაში მოქმედებს 35 000 საზ.სამრეცხაო, რომელთა შემოსავალი წელიწადში 5 მილიარდი დოლარია.


image


imageimage
image

1
1370
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1370
  
2018, 25 მაისი, 8:54
ზოგი იატაკზე დასაფენ ბილიკს რეცხავს, ზოგი – საბანს და თეთრეულს (:
0 1 1