სხვა პარაზიტები, რომლებისაც უნდა გვეშინოდეს ზაფხულში 2017, 10 აპრილი, 23:06 შვებულების გატარება ქალაქგარეთ, ველურ ბუნებაში ან ზღვის პირა კურორტებზე შეი-
ძლება საშიში აღმოჩნდეს, დაწყებული ველური ცხოველებით, უეცარი ქარიშხლებით ან
ცუნამით. უმრავლეს შემთხვევაში ეს პანიკური შიშები უსაფუძვლოა, ხოლო რეალურ სა-
შიშროებას წარმოადგენენ არსებები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არც ჩანან.საუ-
ბარია ორგანიზმში არსებულ პარაზიტებზე, რომლებიც ადამიანებში იწვევენ შიშისა და ზიზღის გრძნობას.ისინი ორგანიზმში სხვადასხვა მძიმე დაავადებების წარმოშობის ხელ- შემწყობებიც ხდებიან. გთავაზობთ ამ მავნე პარაზიტების ჩამონათვალს, რომლებმაც შეი- ძლება ამ ზაფხულს თქვენ აგირჩიონ სამიზნედ. ლეიშმანიოზი ![]() ამ მძიმე დაავადებას იწვევენ მარტივი ორგანიზმების-ლეიშმანიის ჯგუფები. კანის ლე- იშმანიოზის წარმოშობის მიზეზი არიან პარაზიტები, რომლებიც ბუზებისა და კოღოების საკვების მომნელებელ ტრაქტში ბინადრობენ. როდესაც მწერები კბენენ ადამიანებს, ლე- იშმანია ხვდება სისხლში და იწვევს ამ უსიამოვნო დაავადებას, რომელიც ხასიათდება ინფიცირებულ კანზე მტკივნეული გამონაყარით.ყოველწლიურად მსოფლიოში ორი მი- ლიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ტრიპანოსომი ![]() განსაკუთრებულად საშიში ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებით დაინფიცირებული მწერები და თბილსისხლიანი ცხოველები, ასეთ შემთხვევაში წარმოიშვება ბევრი სახი- ფათო დაავადება. ტრიპანოსომა არის გამომწვევი სასიკვდილო დაავადებებისა, რომლის შედეგადაც ყოველწლიურად 15 000 ადამიანის სიცოცხლე სრულდება. ასკარიდები ![]() პარაზიტული ჭიები, რომლებიც ცხოვრობენ მიწაზე და ადამიანის ორგანიზმში ხვდებ- იან ბინძური ან ცუდად გარეცხილი ხილის ან ბოსტნეულის გამოყენების შედეგად. ას- კარიდები არ არიან ყველაზე საშიში პარაზიტები, მაგრამ მათაც შეუძლიათ მრავალი უსიამოვნების გამოწვევა. ასკარიდები შეიძლება ალერგიის, კუნთების ტკივილის, უძი- ლობის და მშრალი ხველის მიზეზი გახდეს. მენინგოკოკი ![]() ეს ბაქტერია შეიძლება გახდეს მიზეზი არამარტო ძლიერი გაციებისა, არამედ თავის ტვი- ნის ანთებისაც “მენინგიტის" : მენინგოკოკები სახლდებიან ცხვირის ლორწოვან გარსში და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა ადამიანს. ტრიხინელები ![]() ამ პარაზიტების უნდა ეშინოდეთ ღორის მწვადის მოყვარულებს, რადგან ისინი სწორედ ამ ხორცში დებენ თავიანთ კვერცხებს. თერმულად ცუდად დამუშავების შემთხვევაში, კვერცხები ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში და იწვევენ ალერგიას, ცხელებას, სახსრე- ბისა და კუნთების ტკივილს. სიმპტომები დაინფიცირებიდან 2-3 კვირის შემდეგ იჩენს თავს. ტკიპის ენცეფალიტი ![]() ინფექცია, რომლითაც შეიძლება გაზაფხულ-ზაფხულში დაავადდეთ-ეს არის ტკიპის ენცეფალიტი.ეს ვირუსული ინფექცია, რომლის გადამტანებიც ტკიპები არიან, უკიდუ- რესად სახიფათო დაავადებაა, ახასიათებს ცხელება, იწვევს თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებას. თუ გადაწყვეტთ, რომ დასვენების დღეები ბუნებაში გაატაროთ, არ დაივი- წყოთ ვაქცინაციის ჩატარება გამგზავრებამდე. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს! 379 7-ს მოსწონს
|