x
image
Fieramente
ექსტრემალი რეკორდსმენი

ალპინისტმა და ბეისჯამპერმა, მსოფლიო ჩემპიონმა პარაშუტით ხტომაში, ვალერი როზოვმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ექსტრემალი ჰიმალაის მთათა სისტემის, შივლინგის მთის
6, 5 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტა. შივლინგი
ინდოეთის ყველაზე ცნობილი მწვერვალია. მისი ყინულოვანი მწვერვალიდან იღებს სათავეს მდინარე განგი. მის მწვერვალზე ძალიან რთული გზებია, სადაც ციცაბო და ყინულოვანი ბარიერებია, რაც ყველაზე გამოცდილი ალპინისტისთვისაც კი
სახიფათოა. აქედან გამომდინარე, შივლინგის დალაშქვრა სერიოზული სპორტული მიღწევაა.

6 543 მეტრის სიმაღლეზე ასავლელად ვალერი როზოვსა და მის მეგობრებს 6 დღე დასჭირდათ, ხოლო ნახტომს სულ რაღაც წუთნახევარი მოანდომეს. როზოვმა 4 კილომეტრზე მეტი მანძილი
დაახლოებით 200 კილომეტრ/საათ სიჩქარით დაძლია და წარმატებით დაეშვა 2200 მეტრის სიმაღლის ყინულის საფარზე.

imageბეისჯამპინგი - ეს სპორტის ყველაზე ექსტრემალური და
ყველაზე საშიში სახეობაა. სპორცმენებს ამ დროს არ აქვთ დაზღვევა და გადაწყვეტილების მისაღება წამის
მეასედში ხდება. სპორტის ეს სახეობა საკმაოდ ახალია და თავისი არსებობის 25-30 წელს ითვლის. სპორცმენები
ხტომებისათვის სპეციალურ კოსტიუმებს იყენებენ, რომელსაც ვინგსიუტი ქვია. ეს სპეციალური კოსტიუმი ფრენის დიაპაზონის გაზრდის საშუალებას იძლევა. თუ ჩვეულებრივი ხტომისას დაშვება თითქმის ვერტიკალურად ხდება, მაშინ ამ კოსტიუმის გამოყენებისას
ფრენა შესაძლებელია დიაგონალზე.

47 წლის ვალერი როზოვი ჰიმალაიდან გადმოსახტომად 3 წელიწადს ემზადებოდა. როგორც თავად სპორტსმენმა აღნიშნა, იგი მოხარულია, რომ სიძნელეების მიუხედავად, ყველაფერი წარმატებით
დასრულდა.

1
58
8-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
58
  
2012, 29 ივლისი, 22:43
+10
0 1 1