x
image
Fieramente
ფიზიკოსები კიდევ ერთი დიდი აფეთქებისათვის ემზადებიან (?)
image ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ აღმოჩენილია ჰიგსის ბოზონი. ეს არის ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც „ღმერთის ნაწილაკსაც“

უწოდებენ და რომლის შესახებაც ადრე გაკეთდა თეორიული პროგნოზები. ამ ნაწილაკის აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა ამოიხსნას მასების წარმოშობის მექანიზმის საიდუმლო და დამტკიცდეს თანამედროვე მეცნიერებაში არსებული სტანდარტული მოდელი ელემენტარულ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედების შესახებ.

ფიზიკოსებს მიაჩნიათ, რომ სამყარო დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა. მისმა ძალამ, რომელიც ჰიგსის ბოზონმა წარმოშვა, გალაქტიკები, ვარსკვლავები და პლანეტები ქაოსისგან

შექმნა. როგორც ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს ერთ-ერთი თანამშრომელი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტი, ფიზიკოსი იური ტიხონოვი ამბობს, ზემოთ აღნიშნული ნაწილაკის აღმოჩენით მტკიცდება სტანდარტული თეორიის თანმიმდევრულობა.
ფიზიკოსის თქმით, 10 მილიარდი წლის წინ მსოფლიო უდიდესი ენერგიის წერტილიდან წარმოიქმნა. ეს ენერგია თანდათანობით მატერიად იქცა. ძალზედ მნიშვნელოვანია ამ პროცესის გაგება.
დღემდე ჩატარებული ექსპერიმენტები სწორედ ამ თეორიის დამტკიცებას ემსახურებიან.
ახლა არსებობს ჰიგსის ბოზონი, რომელიც ამ თეორიის საფუძველია. ამიტომაც მისი აღმოჩენა პრინციპულად მნიშვნელოვანია სამყაროს
წარმოქმნისა და მისი განვითარების პროცესის გასაგებად, - დასძინა ტიხონოვმა.
ზემოთ აღშნიშნული ნაწილაკის აღმოსაჩენად შვეიცარიაში სპეციალურად აშენდა დიდი ადრონული კოლაიდერი. ძიების პროცესი იმაში მდგომარეობს, რომ უზარმაზარ მილში ერთმანეთს


ეჯახება ნაწილაკებით, ანუ პროტონებით დამუხტული

image

ორი სხივი. შეჯახების პროცესში ისინი იყოფიან შემადგენელ ნაწილაკებად, ხოლო მეცნიერები ელემენტარული ნაწილაკების, პირველ რიგში - ჰიგსის
ბოზონის ძიებას იწყებენ. ბოზონის აღმოჩენის ალბათობა დამოკიდებულია სხივების ენერგიაზე, ანუ იმ პროტონების
რაოდენობაზე, რომლებიც ამ შეჯახებაში მონაწილეობენ.

გასული წლის ბოლოს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ
ისინი ახლოს იყვნენ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენასთან. მაშინ განისაზღვრა ენემენტარული ნაწილაკის ენერგია, რომელიც 115 და 127 გიგაელექტროვოლტის დიაპაზონში არსებობს. ხოლო მთელი ამ ძიების პროცესის პერიოდში სულ 300 ნაწილაკი აღმოაჩინეს, რომლებიც იგივე ბოზონს წააგავს. თუმცა ამ აღმოჩენის
შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე აუცილებელია მისი ალბათობის 99, 99995%-ით დამტკიცება. ჯერ-ჯერობით,
სპეციალისტების არსენალში ალბათობის მხოლოდ 99, 99% არსებობს. ზემოთ აღნიშნული სავალდებულო დონის მიღწევას სპეციალისტები უახლოეს მომავალში გეგმავენ. ხოლო ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს ჟენევის შტაბ-ბინიდან მსოფლიო ამ
სენსაციურ ახალ ამბავს ოფიციალური განცხადების სახით მოისმენს. ამ ღონისძიებაზე მიწვეულია ბრიტანელი მეცნიერი, ედინბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, 83 წლის პიტერ ჰიგსი, რომელმაც 1964 წელს პირველმა გასაზღვრა ე.წ. ღმერთის
ნაწილაკის არსებობა.

image


8
447
12-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
447
  
2012, 9 სექტემბერი, 22:04
I like
2012, 29 ივლისი, 22:43
(bow) (y) :)))
2012, 29 ივლისი, 22:42
+10
2012, 20 ივლისი, 1:02
მადლობა :)
2012, 20 ივლისი, 0:21
საინტერესოა
2012, 4 ივლისი, 19:36
საინტერესო იყო
2012, 4 ივლისი, 11:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8