სხვა სიზიფე 2012, 31 ივლისი, 21:33 სიზიფე არის ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი, რომელიც ღმერთებმა
![]() სიზიფეს მითი არის ადამიანური ყოფიერების აბსურდულობის სიმბოლური გამოხატულება. მეოცე საუკუნეში შეიქმნა მიმართულება, რომელსაც აბსურდის ფილოსოფია ეწოდა. იგი ამტკიცებს, რომ ადამიანის ყოფიერება აბსურდია, უაზროა, არავითარი აზრი და გამართლება არ აქვს მის არსებობას. ადამიანი იბადება იმისათვის, რომ მოკვდეს. რაც უნდა მოიმოქმედის, რაც უნდა დიდი საქმეები გააკეთოს, საბოლოოდ მისი ბოლო სიკვდილია. ადამიანმა არ იცის, საიდან მოვიდა, რისთვის არსებობს და საით მიდის. ასე რომ, მისი არსებობა სრული აბსურდია. აბსურდის ფილოსოფია ამტკიცებს, რომ როგორც სიზიფეს შრომას არ აქვს აზრი, ასევე უაზრობაა ადამიანის შრომა, წვალება, ტანჯვა, ბრძოლა, საქმიანობა... მაგრამ ადამიანი მაინც არსებობს და აქტიურობს - ეს მისი სასჯელია. როგორც სიზიფეს შრომაა უაზრო, ასევე ქარის დევნაა ადამიანის ცხოვრებაც - იბადება, სწავლობს, შრომობს, წვალობს, ქმნის რაღაცას და კვდება. არის ადამიანი სიზიფე?... ხარ შენ სიზიფე? ემორჩილები ე.წ. ბედისწერას, თუ თავად განაგებ შენს ცხოვრებას? ეძებ ცხოვრების საზრისს? ისახავ ისეთ მიზნებს, რომლებიც ინდივიდუალურ ადამიანად გაქცევს და არა ბრბოს შემადგენელ ნაწილად? იყენებ შენს საკეთილდღეოდ ნების თავისუფლებას, თუ ამას შენს ნაცვლად სხვები აკეთებენ? ![]() 2805 10-ს მოსწონს
|