სხვა ლონდონში რეკორდები ერთმანეთის მიყოლებით მყარდება 2012, 5 აგვისტო, 18:45 ოლიმპიური ლონდონის მეტროპოლიტენმა რეკორდი მოხსნა. გასულ ხუთშაბათს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მიწისქვეშა ტრანსპორტით 4 მილიონ 300 ათასმა ადამიანმა იმგზავრა. ამის შესახებ ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. გამორიცხული არ არის, რომ ოლიმპიადის დასრულებამდე ბრიტანეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენი კიდევ მოხსნის საკუთარ რეკორდს. მგზავრების რაოდენობა ლონდონში ოლიმპიური თამაშების გამო გაიზარდა. გარდა იმისა, რომ ქალაქში ბევრი ტურისტია ჩასული, თავად ადგილობრივი მოქალაქეებიც მიწისქვეშა ტრანსპორტით ამჯობინებენ მგზავრობას, ქუჩებში ხანგრძლივი საცობების გამო. მეტროლოპიტენის გარდა, რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა ველოსიპედების გაქირავების მხრივაც. 83 6-ს მოსწონს
|