კინო აფხაზეთთან ერთად დაკარგული სილამაზე 2012, 8 ოქტომბერი, 23:56 ![]() ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან ბოლო 3 დაუსრულებელი დარჩა. თავისუფლება როგორც ცხოვრებაში, კინოშიც უყვარდა, ამიტომაც რეჟისორები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ იგი ზედმეტად ნატურალური იყო. ლევანი ერეკლე მეფის პირდაპირი შთამომავალია. თუმცა, მისი ნაცნობ-მეგობრები ამბობენ, რომ მიუხედავად თავისი არისტოკრატული წარმოშობისა, საოცრად თავმდაბალი და უბრალო ადამიანი იყო. მასში საოცრად ჰარმონიულად იყო შერწყმული გარეგნული და შინაგანი სილამაზე. თბილისი 1992 წლის 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრინდა გია ნადირაშვილთან ერთად. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. გია შედის და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო და ლევანს აჩვენებს. ყველას გაუხარდა მისი დანახვა: "ეს ხომ მსახიობია, ამას ხომ ჩვენც ვიცნობთ…" იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე. ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბრძოლის ველზე: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. საბედისწერო ყუმბარა... აფეთქება და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი. ლევანმა გაიზიარა 9 აპრილი, სამოქალაქო ომი და დაიკარგა აფხაზეთთან ერთად. ლევანის პანაშვიდზე პატარა, 12-13 წლის ბიჭების გუნდი მივიდა, ქალბატონმა მანანამ (ლევანის დედა) ჰკითხა: - ვინ ხართ, ბიჭებოო? - ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, - უპასუხეს ბავშვებმა… ![]() ![]() ![]() ![]() ფილმების არასრული ჩამონათვალი ლევან აბაშიძის მონაწილეობით: 1. 1978 წ. — „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (სანდრო) 2. 1985 წ. — „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (ახალგაზრდა კომპოზიტორი — მთავარი როლი) 3. 1987წ.— „ფესვები“ (შვილიშვილი) 4. 1988 წ.— „ანემია“ (ნიკა — მთავარი როლი) 5. 1994 წ.— „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“ (მთავარი როლი) 6. 1992 წ.— „ბედნიერი სოფელი“ (ერთ-ერთი მთავარი როლი) 7.1987 წ.— „სტუმარი“ (ახალგაზრდა კაცი) 8. 1986 წ.— „საფეხური“ 9.1986 წ.— „წრებრუნვა» — ეპიზოდში 418 13-ს მოსწონს
|