კინო კირა ნაითლმა ანა კარენინას როლი მოირგო 2012, 18 ნოემბერი, 16:11 ამერიკის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ბრიტანელი რეჟისორის ჯო რაიტის ფილმი „ანა კარენინა“, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ამერიკაში აღიარებენ, რომ უცხოელ მწერლებს შორის ყველაზე ცნობილი არის რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი, რომლის კალამსაც ეკუთვნის ზემოთ აღნიშნული შესანიშნავი ნაწარმოები. ფილმში ანა კარენინას როლი "კარიბის კუნძულების მეკობრეების" ლამაზმანმა 27 წლის კირა ნაითლმა მოირგო. მას პარტნიორობას უწევენ 22 წლის აარონ ჯონსონი (ვრონსკის როლში) და 40 წლის ჯუდ ლოუ (ალექსეი კარენინის როლში) ფილმის გადაღებები დიდ ნრიტანეთში მიმდინარეობდა. მსგავსი ეკრანიზაციების მიყვარულები ამბობენ, რომ კირა ნაითლმა სერიოზული პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, რადგანაც მის მიერ განსახიერებულ ანა კარენინას აუცილებლად შეადარებენ წინამორბედი მსახიობების მიერ შესრულებულ როლებს: გრეტა გარბო 1935 წელს ტატიანა სამოილოვა 1967 წელს ვივიენ ლი 1948 წელს სოფი მარსო 1997 წელს ტატიანა დრუბიჩი 2009 წელს თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მათ, ვისაც წაკითხული აქვს ტოლსტოის შესანიშნავი რომანი "ანა კარენინა", საკუთარი წარმოდგენა აქვთ ამ გმირზე. მისი როლის შემსრულებელ მსახიობებს კი, ერთმანეთის ნაცვლად წიგნის მთავარ გმირს შეადარებენ. 90 2-ს მოსწონს
|