ამ დღეებში ციურიხის მეცნიერების ჯგუფმა განაცხადა, რომ მზე, რომელზედაც დამოკიდებულია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა, გარემოცულია ამოუცნობი ბნელი მატერიით. ამ სუბსტანციის
საიდუმლო სპეციალისტებს უკვე რამოდენიმე ათწლეულია მოსვენებას უკარგავს. ბევრს ეს
სიტყვათა წყობა - "ბნელი მატერია" უბრალოდ აშინებს, რადგანაც ის ასოცირდება რაღაც შავ -ბნელ ძალებთან. უნდა გვეშინოდეს თუ
არა მათი? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ასტრონომიის ინსტიტუტის სპეციალისტი პროფესორი ნიკოლოზ ჩუგაი.
ჩვენი სამყაროს ფორმირებას სამი კონპონენტი განაპირობებს
- ჩვეულებრივი ნივთიერება, ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. ამასთანავე ჩვენ მხოლოდ ჩვეულებრივი ნივთიერების დანახვა შეგვიძლია, რისგანაც შედგება ყველა საგანი და ჩვენც. მისი წილი ძალიან მცირეა - სამყაროს მასის სულ 4-5 %. დანარჩენ 95% -ზე შეხება შეუძლებელია. ბნელი მატერიის დამახასიათებელია
ის, რომ ის არ იძლევა ენექტრომაგნიტურ გამოსხივებას და არ მოქმედებს მასთან. არსებული მოწყობილობებისათვის ბნელი მატერია უხილავია. თუმცა გალაქტიკის ბრუნვის სიჩქარის განსაზღვრისას, ასტრონომებმა დაინახეს, რომ ცენტრიდან პერიფერიისაკენ მოძრაობას ის არ ამცირებს, როგორც ეს იქნებოდა ჩვეულებრივი მანათობელი ნივთიერების შემთხვევაში, -ამბობს ნიკოლოზ ჩუგაი.
გალაქტიკის ბრუნვის ასეთი სიჩქარე იმასთან არის დაკავშირებული, რომ არსებობს რაღაც უხილავი ნივთიერება, რომელიც არ იძლევა სიჩქარის შემცირების შესაძლებლობას, ანუ მიზიდულობის ძალა არ მცირდება. ამგვარად, გარე გალაქტიკაში აღმოაჩინეს კომპონენტი,
რომელსაც ეწოდა ბნელი მატერია. ეს არის ის, რაც იზიდავს და რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.
ახლა, სპეციალისტის თქმით, მიმდინარეობს ნაწილაკების ძიება,
რომლებიც დაამტკიცებენ ბნელი მატერიის არსებობას. ვარაუდობენ, რომ ეს არის ნეიტრონების ელემენტარული ნაწილაკების სახე-სხვაობა,
რომლებიც სხვა ნივთიერებებთან უფრო სუსტად ურთიერთქმედებენ. რაც შეეხება ბნელი მატერიის მასას, ჯერ კიდევ გასული
საუკუნის 80-იან წლებში გამოთვალეს მზის გარე-სისტემაში
მისი რაოდენობრივი შეფასება.
ბნელი მატერიის წილს აფასებენ 50%-დან მთელი მატერიის 5%-მდე. ანუ საკმაოდ ფართო საზღვრებში. დღევანდელი კვლევების ავტორები პრეტენზიას აცხადებენ იმაზე, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სიზუსტე ბნელი მატერიისა და ვარსკვლავების
შემადგენლობაში. ისინი ირწმუნებიან, რომ ბნელი მატერიის 20% იმ საზღვრებს შუაა, რომლებიც ადრე სახელდებოდა.
გარდა ამისა, იდუმალი ბნელი მატერიის შესახებ ყოველი ახალი აღმოჩენა კაცობრიობას სამყაროს საიდუმლოებებების ამოხსნასთან აახლოვებს. ეს არის კოსმოსის დიდი სეგმენტი, რის შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცით. ბნელი მატერიის გარეშე სამყარო ვერ იარსებებდა მისი ამჟამინდელი სახით და უბრალოდ დაიშლებოდა, - ამბობს ჩუგაი.
ბნელ მატერიას აქვს ბევრი გრავიტაციული მახასიათებელი. დედამიწის ბინადართათვის ბნელი მატერია საფრთხეს არ
წარმოადგენს. მეცნიერის თქმით, ის არ მოქმედებს სხვა ნებისმიერ ნივთიერებასთან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის არსებობას ნეგატიური შედეგები არ ექნება- ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.