პოლონელი სერფინგისტი ზოფია ნოჩეტი-კლეპაცკაია, რომელმაც ლონდონის ოლიმპადაზე ბრინჯაოს
მედალი მოიპოვა, თავის ჯილდოს აუქციონზე ყიდის, რათა დაეხმაროს 5 წლის გოგონას,
რომელიც გენეტიკური დაავადებით იტანჯება. „ზიზია -ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივარია
და შესაძლოა, ყველაზე მცირეწლოვანიც. ისიც ჩემსავით იბრძვის, ოღონდ დაავადების წინაღმდეგ, “ - ამბობს სპორცმენი. 26 წლის პოლონელისათვის, რომელიც მსოფლიო ჩემიონატებზე საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს, 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები უკვე მესამეა, თუმცა ჯილდო - პირველი. მიუხედავად ამისა, იგი მზად არის თავისი ერთადერთი ოლიმპიური მედალი პატარა გოგონას ჯანმრთელობას შესწიროს.