შოუბიზნესი "მილიონ დოლარიანი პოსტი" - როგორ იშოვა ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა მოულოდნელად მილიონი დოლარი ინსტაგრამზე? 2017, 9 აპრილი, 18:48 მილიონ დოლარიანი პოსტი" - როგორ იშოვა ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა მოულოდნელად მილიონი დოლარი ინსტაგრამზე ატვირთული საკუთარი ფოტოთი? ამის შესახებ საზოგადოებას ვრცლად მოუთხრობს ბიონსეს მენეჯერი. მისი განცხადებით პოპ ვარსკვლავი მაშინაც მილიონებს შოულობს, როცა დოლარის გამოსამუშავებლად თითსაც არ ანძრევს და არაფერს აკეთებს.მენეჯერის თქმით, პოპულარული მომღერლის ერთი სარეკლამო პოსტი ინსტაგრამზე როგორც მინიმუმ ღირს ერთი მილიონი დოლარი. მენეჯერი თავის " კლიენტს" ზღაპრულ შემსრულებლად მოიხსენიებს და ამბობს აგრეთვე, რომ " ის იმდენად პოპულარულია, სრულიად თავისუფლად შეუძლია მილიონები იშოვოს მაშინაც კი, როცა არაფერს არ აკეთებს".ანალიტიკოსების თქმით, ასეთი წარმოუდგენელი წარმატება მარტო მომღერლის დამსახურება არ არის, რადგან მათი ვარაუდით ბიონსეს აქტიურად ეხმარება რეპერი ქმრის ჯეი ზის სოციალური საიტი, სადაც მოსიყვარულე ქმარმა მეორე შვილზე ფეხმძიმე მეუღლის ფოტოები ატვირთა, მათ შორის იყო ერთ - ერთი უთბილესი ფოტო, სადაც მომღერალს შიშველი მუცელი უჩანს და უფროსი ქალიშვილი daughter Blue ეფერება. ფოტოს, რომელზეც პოპ დივა შიშველი მუცლითაა, 11 მილიონი მოწონება და 500 ათასი კომენტარი შეაგროვა. როგორც წყარო წერს, პოპ ვარსკვლავი ტყუპებს ელოდება და ძალიან წარმატებული და მშვიდი ფეხმძიმობა აქვს, თუ არაფერს ვიტყვით ბიონსეს უფროს ქალიშვილზე, რომელიც ცოტას ეჭვიანობს და მარტო არ ტოვებს დედას. შეგახსენებთ, რომ ბიონსეს და ჯეიზის სულ რამდენიმე თვის წინ სერიოზული პრობლემები შეექმნათ ურთიერთობაში და წყვილი ( ანუ პოპვარსკვლავი ბიონსე და არა ჯეი ზი ) დაშორებას აპირებდნენ, რომ არა მომღერლის მოულოდნელი ფეხმძიმობა, რომელმაც წყვილის ოჯახური იდილია თუ სიცოცხლის ბოლომდე არა, რამდენიმე წლით ხომ მაინც შეინარჩუნა! 312 4-ს მოსწონს
|