x
image
პოკაჰონტასი
უარი თქვით აბებზე და მიიღეთ ლიმონიანი წყალი, თუ ამ 13 პრობლემიდან რომელიმე გაწუხებთ
image


ლიმონი მართლაც ჯადოსნური მცენარეა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ წარმატებით ებრძოლოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას. ლიმონის ნაყოფი მდიდარია ტუტე ელემენტებით, ასევე იგი შეიცავს 8%-მდე ორგანულ მჟავებს (ძირითადად, ლიმონმჟავას), აზოტურ ნივთიერებებს, მის შემადგენლობაში შედის კალიუმი და სპილენძი, ვიტამინები А, В, Р, С სხვა. რაც შეეხება ნაყოფის კანსა და ფოთოლს, ისინი შეიცავენ ეთერზეთებს.


ლიმონი აძლიერებს იმუნიტეტს, გამოირჩევა ანტისეპტიკური თვისებებით, აღადგენს ორგანიზმში pH-ბალანსს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ ვირუსი და ინფექციური დაავადებები.


ამჯერად, შემოგთავაზებთ 13 მიზეზს, რის გამოც ნამდვილად ღირს დილა ერთი ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყოთ:



1. აკნე

აკნეს დროს, ნაზად გაიზმინდეთ სახე ლიმონიანი წყლით და დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს.


2. თირკმლის კენჭოვანი დაავადება

ლიმონი ზრდის ციტრატის დონეს შარდში, რაც თანდათან შლის ქვებს და ამავდროულად შეაჩერებს ახალი ქვების ფორმირების პროცესს.


3. დაბალი იმუნიტეტი

ლიმონი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ეს კი არა მხოლოდ ორგანიზმის დაბერებას აჩერებს, არამედ აამაღლებს იმუნიტეტს.

4. ჭარბი წონა

პექტინები, რომლებიც ლიმონში შედის, აქვეითებს მადას და ეფექტურად წვავს ცხიმებს.


5. ნაღვლის ბუშტის ტკივილი

ამ ნარევის უზმოზე მიღება ნაღვლის ბუშტის ტკივილს საგრძნობლად შეამცირებს.


6. გრიპი და გაციება

ლიმონი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ლიმონიანი წყლის მიღება გრიპისა და გაციების დროს თავიდან აგარიდებთ დეჰიდრატაციას და თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით მოამარაგებს.


7. კუჭ-ნაწლავის დაავადებები

2 კვირის განმავლობაში, ლიმონიანი წყლის უზმოზე დალევით ადვილად გაიწმენდთ კუჭ-ნაწლავს.

8. ადვილადმტვრევადი და გაყოფილი ფრჩილები

თუ თითებს რამდენიმე წუთით ლიმონიან წყალში გააჩერებთ და ამ პროცედურას რამდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ პერიოდულად გაიმეორებთ, ამ პრობლემას მალევე აღმოფხვრით.

9. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები

თბილი ლიმონიანი წყალი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.


10. ფიბრომიალგია (კუნთებისა და ძვლების ტკივილი)

აღსანიშნავია, რომ ფიბრომიალგიასთან საბრძოლველად მეტად ეფექტურია უზმოზე ლიმონიანი წყლის მიღების პარალელურად დაკავდეთ იოგით.

11. ანთება

ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ ნუ იტყვით უარს მის მიღებაზე ანთების პერიოდში.


12. სახსრების ტკივილი

სახსრების ტკივილის მოსახსნელად უზმოზე ამ სასმელის მიღება საუკეთესო საშუალებაა.


13. სიმსივნური დაავადებები

უზმოზე ლიმონიანი წყლის მიღება ორგანიზმში ქმნის მჟავა-ტუტოვან გარემოს, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია სიმსივნური დაავადებებისთვის.



გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
22989
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
22989
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0