სხვა ფრჩხილის სოკო გაწუხებთ? გაიგეთ, თუ როგორ გათავისუფლდეთ მისგან მარტივად 2016, 27 დეკემბერი, 16:51 ფრჩხილის სოკო (ონიხომიკოზი) იწყება ტერფის სოკოსაგან. პროცესის დასაწყისში იქერცლება კანი ტერფზე, ჩნდება ქავილი და ნახეთქები თითებს შორის, აგრეთვე, ახლავს არასასიამოვნო სუნიც.
სოკოვანი დაავადებისას ფრჩხილის ფირფიტა უხეში და სქელი ხდება, ნელ-ნელა იცვლის რელიეფს, იძენს მოყვითალო შეფერილობას. ზოგჯერ, მისი ფერი შეიძლება იყოს ნაცრისფერი, შავი, ან ყავისფერიც. ინფექციის პროგრესირებისას კი, ფრჩხილი დეფორმირდება, ჩნდება სიცარიელე კანსა და ფრჩხილს შორის. ამ დროს, შესაძლოა ფრჩხილი მთლიანად მოძვრეს კიდეც. ამ ყველაფერს, აგრეთვე ახასიათებს ქავილი, წვა და სიწითლე.
გაინტერესებთ, როგორ შეაჩეროთ და დასძლიოთ მთელი ეს პროცესი და მოიშოროთ სოკო სახლის პირობებში?
მოათავსეთ შუშის ბოთლში 250 მლ ძმრის ესენცია, დაუმატეთ 1 ჩ/კ (ნუ იქნება გადავსებული) ბორის მჟავა და 5-6 წვეთი იოდი. მიღებული ნარევი კარგად შეანჯღრიეთ და ყოველ დილით და საღამოს, ასანთის ღერზე დახვეული ბამბით წაისვით ყველა ფრჩილზე და ფრჩილის კიდეებში. აღნიშნული პროცედურის წინ, აუცილებლად დაიბანეთ ფეხი.
უნდა აღინიშნოს, რომ ფეხის ფრჩხილის სოკოსთან ბრძოლისას დიდი მოთმინება გმართებთ, რადგან მისი განკურნება ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ რეცეპტი, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ, იმდენად ეფექტურია, რომ შეგიძლიათ სხვა დამხმარე საშუალებებს აღარც კი მიმართოთ. მხოლოდ, დაიცავით მთავარი პრინციპი: მკურნალობას მიჰყევით ბოლომდე, სანამ საღი ფრჩხილი ბოლომდე არ წამოიზრდება. გისურვებთ ჯანმრთელობას! 2121 3-ს მოსწონს
|