x
image
პოკაჰონტასი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ხშირად მწვანე ლობიო. ის, რაც შესაძლოა ამ პროდუქტზე არც იცოდით
image

მწვანე ლობიო ერთ-ერთი ლიდერია ბოსტნეულთა შორის, რომელიც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.


გაგაცნობთ იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა მიირთვათ ხშირად ეს პროდუქტი:


1. სასარგებლოა გულისთვის


ცნობილია, რომ მწვანე ლობიო მდიდარია ხსნადი ბოჭკოვანი ნივთიერებით, რომელთა მიღება აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, ასევე ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და ამით იცავს თქვენს გულს.


2. ხელს უწყობს წონის კორექციას

მწვანე ლობიო გამოირჩევა დიდი რაოდენობით ცილის შემცველობით. სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ პროტეინებით და ბოჭკოვანი ნივთიერებით გაჯერებულ საკვებს, უკეთეს შედეგებს იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს და უცხიმო დიეტას ანიჭებენ უპირატესობას.


3. ეფექტურია დიაბეტის დროს

მწვანე ლობიო მართლაც ძალიან ეფექტურია დიაბეტით დაავადებულთათვის. მისი ხშირი მიღება ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, უნარი აქვს ჩაანაცვლოს ინსულინი და დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები.


4. წარმოადგენს ფოლიუმის მჟავისა და მაგნიუმის წყაროს

მაგნიუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ყველა სასიცოცხლო პროცესზე. იგი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის, გულის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ტვინისა და ზოგადად, ნერვული სისტემის მუშაობისათვის.
რაც შეეხება ფოლიუმის მჟავას, იგი წყალში ხსნადი ვიტამინია, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს და სხვაგვარად B9 ვიტამინი ეწოდება. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ორგანიზმში ცილებისა და ამინომჟავების სინთეზის პროცესში, დიდ როლს ასრულებს ყველა ქსოვილის შენებაში.


5. დაგეხმარებათ დეპრესიასთან ბრძოლაში

დიახ, მწვანე ლობიო დაგეხმარებათ ებრძოლოთ დეპრესიას. ის В ჯგუფის ვიტამინების, უჯრედისის, ორგანული მჟავისა და ანტიოქსიდანტების წყაროა. სხვადასხვა კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ მისი ხშირი გამოყენება ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს. თურმე, მწვანე ლობიოს შეუძლია სასწაული მოახდინოს თქვენი განწყობის გასაუმჯობესებლად.


6. სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის

მწვანე ლობიო გამოირჩევა დიდი რაოდენობით უჯერდისის შემცველობით, რომელიც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. იგი წმენდს ნაწლავებს, ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.


7. სასარგებლოა ორსულობის დროს

მწვანე ლობიო იდეალური საკვებია როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში, რადგან იგი მდიდარია რკინით და კალციუმით. აგრეთვე, მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით აუცილებელია ორსულობის დროს, ნაყოფის ზრდისათვის.


8. სასარგებლოა პარკინსონის დაავადების დროს

აღმოჩნდა, რომ მწვანე ლობიო შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ლევოდოპას მსგავსი მოქმედება. ლევოდოპა შედის იმ პრეპრატების შემადგენლობაში, რომლებიც პარკისონის სამკურნალოდ გამოიყენება. იგი ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს და ავსებს დოფამინის დეფიციტს თავის ტვინში.


9. წარმოადგენს C ვიტამინის წყაროს

C ვიტამინის შემცველობის გამო, მწვანე ლობიო ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას. 100 გრამი ნედლეული შეიცავს 1.4 მგ C ვიტამინს.


10. შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს

მწვანე ლობიო მდიდარია კალიუმით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში pH-ის დონის შენარჩუნებას. ასევე, როგორც იცით, კალიუმი აუცილებელია სხეულის უჯრედების, გულის რიტმული მუშაობისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.



გისურვებთ ჯანმრთელობას!



ასევე დაგაინტერესებთ:



ებრძოლეთ ჯანმრთელობის ამ 12 პრობლემას უნიკალური სუნელის - დარიჩინის მეშვეობით

image



უარი თქვით აბებზე და მიიღეთ ლიმონიანი წყალი, თუ ამ 13 პრობლემიდან რომელიმე გაწუხებთ

image




უებარი საშუალება დიაბეტის სამკურნალოდ

image





შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა შინაური საშუალებებით

image





0
1082
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
1082
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0