სხვა როგორ მოვიშოროთ ჩრჩილის პეპელა სამუდამოდ(ბუნებრივი+ ქიმიური საშუალებები) 2017, 6 აპრილი, 14:57 დაივიწყეთ ნაფტალინი, რადგან უკვე რამდენიმე ათეული წელია იხმარება და ჩრჩილის პეპლები ვერ მოვიშორეთ. უპირველესად მთავარია, დავადგინოთ სად ბუდობენ ისინი. იქნებ არც კი იცოდით, რომ ისინი საერთოდ მრავალგვარი არსებობს: ბურღულეულის, შალის, ხალიჩის და ავეჯის. ეს ძირითადი, ისე კი სულ 30 სახეობისაა. ჩრჩილს ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა ოთახში ფრენას დაიწყებენ. მათი დევნა და ხოცვა კი შედეგს ვერ მოგვცემს, რადგან ისინი მარტო პეპლები როდი არიან. პეპლის გარდა არსებობს კვერცხიც და მატლიც. თუ ჩვენ დავხოცავთ პეპლებს, ამ დროს სადმე კარადაში მშვიდად იჯდება დედალი პეპელა და დადებს ახალ კვერცხებს, საიდანაც უმალ ჩნდება მატლები და მერე ისევ სწრაფად დედალ-მამალი პეპლები. ამიტომ მთავარი მივაგნოთ მის ბუდეს. საკვების ჩრიჩილი: მას ყველაზე მეტად მანი, ფქვილი და გამხმარი ხილი(ჩირი) უყვარს. ასევე ძალიან მოსწონს სითბო, ნოტიო ჰაერი და ვენტილაციის უქონლობა. პროფილაქტიკა: ბურღულეული და სხვა მსგავსი პროდუქტი შევინახოთ მჭიდროდ თავდახურულ ქილებში, უკიდურეს შემთხვევაში თავმოკრულ ცელოფანში. იმისათვის, რომ ჩრჩილი მოვიშოროთ, უნდა გადავყაროთ დაზიანებული პროდუქტი, თუ რომელიმეს ცოტა ჰყავს და გადაყრა გვენანება, შევდოთ გაზის ღუმელში და 60 გრადუსზე გამოვაშროთ 0, 5 სთ-ის განმავლობაში. კარადა სადაც ის ბუდობდა გამოვრეცხოთ ჯაგრისით და საპნიანი წყლით, შემდეგ სუფთა წყლით. კუთხეები დავამუშაოთ ძმრით. კარები დავტოვოთ ღია სრულ გამოშრობამდე. ტანსაცმლის ჩრჩილი: ეს ყველაზე საძაგელი სახეობაა, რადგან მრავლდება მთელი წლის განმავლობაში, მისი მატლები თავს მშვენივრად გრძნობენ 0 გრადუს ტემპერატურაზეც, ჭამენ ყველაფერს: ცელოფანსაც, სინთეტიკასაც, თუ მის მიღმა შალის ქსოვილები ეგულებათ. ცოცხლობს 2 წელს. პროფილაქტიკა: ხშირად გავიტანოთ მზეზე ტანსაცმელი, რადგან ისინი ვერ იტანენ მკვეთრ სინათლეს და მზის სხივებს, ხოლო სანამ ზამთრისებს შევინახავთ აუცილებლად დავფერთოთ, გავანიავოთ და გავრეცხოთ, რადგან მატლები ჭამენ დალაქავებულ ან გასარეცხ ადგილებს. თავიდან მოსაშორებლად საეჭვო ადგილები დავამუშავოთ დიხლოფოსის ხსნარით. ის კლავს როგორც მატლებს, ასევე პეპლებს. ჩრიჩილის საწინააღმდეგო პრეპარატები: როგორც ამბობენ ისინი უხვადაა, დაწყებული ნაფტალინის აბებიდან, დამთავრებული სხვადასხვა ფირფიტებამდე, თუმცა ისინი ჯანმრთელობისთვის არც ისე უსაფრთხოა, თან აქვს რამდენიმე თვიანი ვადა. ყველაზე ცივილიზებული ფორმაა ბადეები, რომლებიც ძირითადად ბავშვების ტანსაცმლის გასახვევად გამოიყენება. ასევე შეგვიძლია გავჭიმოთ კარადის კარის შიგნით. ხალხური საშუალებები: ისინი, როგორც ვიცით კლავენ მხოლოდ პეპლებს, თუმცა ნაფტალინს მაინც აჯობებენ, რადან ნაფტალინი როგორც ცნობილია, კიბოს გამომწვევია ადამიანებსა და ცხოველებში. ბუნებრივი საშუალებებიდან ჩვენი ბებიები იყენებდნენ გამხმარ ლავანდას. ის ყველაზე უკეთესი საშუალებაა. ჩრჩილს ასევე არ ხიბლავს გამხმარი ჭინჭარი, წიწაკის აბები, ოთახის ბალბა(გერანი) და ფორთოხლის კანი. მაგრამ გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი საშუალებები სუსტია, თუ ჩრჩილი თქვენს კარადაში გაბატონდა, მიმართეთ ქიმიურ საშუალებებს. თუ თმის ცხიმიანობა გაწუხებთ - ვინ უნდა იხმაროს მიცერალური შამპუნები თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა 3401 3-ს მოსწონს
|