შოუბიზნესი ექვსი ვარსკვლავური წყვილი, რომლებიც ტყუპებივით იმოსებიან 2017, 5 აპრილი, 14:52
მაშ ასე - ჯენიფერ ლოპესი და ყოფილი ბეისბოლელი ალექს როდრიგესი წლების შემდეგ კვლასვ ერთად არიან, რაც ახლახანს გახდა ოფიციალურად ცნობილი და პაპარაცებმა ისინი ნიუ იორკში დააფიქსირეს, რაზეც აქცენტები მათ ერთნაირ ჩაცმულობაზე გააკეთეს.კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი აღიარებული როგორც ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე წყვილი შოუბიზნესში. ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ყოველთვის პირველი აჩვენებს დაინტერესებულ საზოგადოებას ქმრის ქანიე უესტის ახალ კოლექციას, რომელსაც არ აშინებს ექსპერიმენტები.ჯორჯ და ამალ კლუნები - ქალი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა ჯორჯის ჩაცმის სტილი და დღეს ვერარავინ ხედავს მექალთანე ჯორჯ კლუნს კეპით ან კიდევ სასაცილო პანამით მოსეირნეს ან კიდევ კინოსტუდიის ლოგოთი დამშვენებულ ქურთუკს.ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამსის - ეს ვარსკვლავური წყვილი პირველი დღეებიდანვე ისე იცვამს, როგორც ტყუპები. ბოლო საშობაო სამეფო მიღებაზე წყვილის ჩაცმულობამ ყველა გააოცა და აღაფრთოვანა.ჯასტინ თიმბერლეიქი და ჯესიკა ბილი უკვე ხუთი წელია ერთად ცხოვრობენ და ამ ხნის განმავლობაში წყვილმა შეძლო შეექმნათ განუმეორებელი და უნიკალური სტილი. ისინი ანცვიფრებენ საზოგადოებას არა მარტო " ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე, არამედ ბეისბოლის თამაშზეც.ბრიტანული მოდის "икона" ასე იცნობენ ვიქტორია ბექჰემს, რომელიც არა მარტო საკუთარი ქმრისა და შვილების შემოსვაზე ზრუნავს, მისი სამოსით მსოფლიო მოდის სამყარო იმოსება, რომელსაც საკუთარი ხაზი აქვს. დიდ მიღებებზე მისის ბექჰემი მეუღლითურთ შავ სამოსს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ბრენდულ ღონისძიებებზე უბრალო სტილს არჩევს. 259 3-ს მოსწონს
|