დიეტოლოგია სალომე გოგიაშვილის სასწაულმოქმედი დიეტა - დაიკელი ნუკი კოშკელიშვილთან ერთად! -4 კგ 6 დღეში 2017, 4 აპრილი, 21:40 უკვე გაზაფხული მოვიდა და ზამთრის სქელ სამოსში დამალულმა ზედმეტმა კილოგრამებმა ბევრი შეაწუხა. ზოგი ზედმეტ კილოგრამებს დიეტით ებრძვის, ზოგიც ვარჯიშით. ნუკი კოშკელიშვილი უკვე კარგა ხანია მუდმივ წონას, 59 კილოგრამს ინარჩუნებს, თუმცა რამდენიმე კილოგრამის მოკლება მაინც გადაწყვიტა. ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილის დიეტას მიმართა და იმედოვნებს, რომ სასურველი წონას მალე მიაღწევს. "დიეტა, დღე პირველი! ბევრმა დიუკანი მირჩია გადავწყვიტე ჯერ მძიმე დიეტით დავიწყო (სალომე გოგიაშვილის დიეტა)და მერე დიუკანით გავამაგრო. დღეს ვიწონი 59 კგ-ს. (ას არის ჩემი უცვლელი წონა აგერ უკვე წლებია) საბოლოო მიზანი "რაც ნაკლები უკეთესი!" შემომიერთდით!!!"-წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში და სალომე გოგიაშვილის სასწაულმოქმედ დიეტასაც გვიზიარებს. დღე 1: 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი. დღე 2: უცხმო ხაჭო-500გ. დღე 3: მოხარშული ქათმის ფილე-750 გრ. დღე 4: მოხარშული ბრინჯი-200გ. დღე 5: მოხარშული კარტოფილი 6 ცალი. დღე 6: ვაშლი-შეუზღუდავი რაოდენობის. პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და ჩაი უშაქროდ, ასევე უცხიმო კეფირი. მარილის დოზა დაიყვანეთ მინიმუმამდე. აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება. ამ დიეტით საშუალოდ 4 კილოგრამს დაიკლებთ. როგორც ჩანს ნუკის ცოტა გაუჭირდა დიეტის დაცვა. ის სოციალურ ქსელში წერს: "ყველაზე ძნელია საღამოს, გვიან გშივდება და მერე იწყებ ფიქრს მალე გათენდეს ის კუთვნილი ხაჭო გელანდება, მაგრამ დილას თითქოს არც გიშიმშილია...ჯერ ჯერობით არ ვიწონები. ვნახოთ რა იქნება კვირის ბოლოს. ვინ არის ჩემგარდა დიეტაზე?? პ.ს ბენიც დიეტაზეა, ოღონდ ბევრად ლმობიერზე... ორივე შიმშილიზგან ვიკბინებით, გუშინ ვიძახდით რომ საბოლოო ჯამში დავრჩებით, გამხდრები და ნაჩხუბრები". -50 კგ "დოჩი ალიშბაიას" სასწაულმოქმედი დიეტა დიეტა და ცნობილები, ანუ დაიკელი ცნობილების მაგალითზე
ია ფარულავა ქმრის საიდუმლოს გვიმხელს: დაიკელი თვეში 50კგ ტარიელის მაგალითზე ზარმაცების დიეტა-დაიკელი წონაში ჩვეულებრივი წყლის მეშვეობით
როგორ მოახერხა სალომე გოგიაშვილმა სამ თვეში 25 კილოგრამის დაკლება იყავი ტანწერწეტა-"სუხიშვილების" დიეტა ვის გამო დაიკლო ათობით კილოგრამი ნანუკა ჟორჟოლიანმა და როგორ მოახერხა ეს ყველაფერი?
როგორ შეძლო რენე ზელვეგერმა ათობით კილოგრამის მცირე დროში დაკლება, ანუ რენეს დიეტა
გინდა დაიკლო წონაში? ანჯელინა ჯოლი დაგეხმარება 17234 6-ს მოსწონს
|