x
image
K.P.
დიეტა და ცნობილები, ანუ დაიკელი ცნობილების მაგალითზე
image

ცნობილი ადამიანები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და ცდილობენ მუდამ კარგ ფორმაშიც იყვნენ. ზედმეტი კილოგრამები კი არამარტო ცნობილებს, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც გვანაღვლებს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველებს და მათი წონის საიდუმლოს.

imageმომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ფეხმძიმობის დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა მალევე შეძლო ფორმაში ჩადგომა. ნინის მტკიცებით, მას ამ ყველაფრისათვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მან რაციონიდან პური და ტკბილეული ამოიღო და ყოველდღიურად ვარჯიშობდა. მომღერალი ახლა იმაზე მეტად გამხდარიცაა ვიდრე ფეხმძიმობამდე.

imageმომღერალი მარიტა როხვაძე საქართველომ პროექტ "ჯეოსტარიდან" გაიცნო. მომხიბვლელმა, მაგრამ პუტკუნა გოგონამ პროექტის დასრულების შემდეგ 3 თვეში დაახლოებით 17 კილოგრამი დაიკლო. მარიტა იხსენებს, რომ ერთ დღესაც მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. თითქმის სულ შიმშილობდა, ძალიან ცოტას მიირთმევდა, ძირითადად მოხარშულ წიწიბურასა და ხილს. ყოველდღიურად, რამდენიმე საათს კი ვარჯიშს უთმობდა. შედეგი კი შთამბეჭდავია.

image
პუტკუნა ლელა წურწუმია კი ალბათ არავის გემახსოვრებათ. მომღერალი ხომ ყოველთვის უზადოდ გამოიყურება. ლელა წონას მუდმივად აკონტროლებს და პერიოდულად დიეტაზეც დგება. მომღერალი დიეტის დროს თითქმის სულ შიმშილობს, ყავასა და ჩაის კი რაციონიდან არასდროს იღებს.


image
მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამები თიკა ჯამბურიას ტკივილად იქცა. მომღერალმა კი შეძლო, რომ 12 კილოგრამი დაეკლო. თიკას ამ ყველაფრისათვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მომღერალი ჯანსაღ კვებაზე გადაერთო ყოველ საღამოს სეირნობდა და დღის მანძილზეც ბევრს მოძრაობდა.image

ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე წლებია ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის. ჟურნალისტმა არაერთი დიეტა სცადა. ბოლო თვეებია კი უკვე საგრძნობლად დაიკლო და წონასაც ინარჩუნებს. ნანუკმ ბრინჯის 10 დღიანი დიეტა დაიცვა. მოხარშული ბრინჯის, მაწონისა და მასაჟის წყალობით ნანუკამ შესამჩნევად მოიკლო წონაში.

0
2345
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0