დიეტოლოგია -50 კგ "დოჩი ალიშბაიას" სასწაულმოქმედი დიეტა 2017, 16 მარტი, 23:08 დიეტები და წონაში კლება ბევრი ადამიანის სუსტი წერტილია. განსაკუთრებით კი გაზაფხულზე, როცა ჩვენი სამოსი მომატებულ კილოგრამებს ვეღარ ფარავს. ვიცავთ დიეტებს, მაგრამ მალევე ვიმატებთ და ხშირად ერთიორად. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჟურნალისტი ნანუკა გულუა, რომელიც საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის საქალებისან" გაიცნო 100 კილოზე მეტს იწონიდა (ნანა სერიალში დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს). როგორ მოახერხა წონაში დაკლება და ფიგურის შენარჩუნება? ამ ყველაფერზე ნანუკა ჟურნალ "გზას" ესაუბრა: "ჩემს ცხოვრებაში პატარ-პატარა წარმატებები სულ იყო, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება და გამარჯვება მაშინ ვიგრძენი, როცა წონაში 50 კილო დავიკელი და აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი. მას შემდეგ, სულ კომპლიმენტებს ვიღებ. 100 კილოზე მეტი ვიყავი, მაგრამ დიეტა ძალიან მსტრესავდა. წონა ას კილოგრამს რომ გადასცდა, მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. თავად მოვიფიქრე, რა არ დამსტრესავდა: დილიდან 3 საათამდე ვჭამდი ყველაფერს (ღომს, კუპატს, ნაყინს, ნამცხვარს...) და 3 საათის შემდეგ, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ასე გავატარე 2 წელი და 30 კილო დავიკელი. მერე სხვადასხვაგვარ დიეტას მივმართე და 20 კილო დავიკელი. მოკლედ, 5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი... სერიალში გადასაღებად რომ წავედი, წინა საღამოს, სოციალური ქსელიდან "მსუქანი ფოტოები" გავაქრე - აი, ახლა პატარა საიდუმლო გაგიმჟღავნე". თუ წონის დაკლება გსურთ გახსოვდეთ დიეტოლოგები სწორ კვებასა და ვარჯიშს გვირჩევენ, რაც მუდმივი სილამაზის გარანტიაა. დიეტა და ცნობილები, ანუ დაიკელი ცნობილების მაგალითზე ია ფარულავა ქმრის საიდუმლოს გვიმხელს: დაიკელი თვეში 50კგ ტარიელის მაგალითზე ზარმაცების დიეტა-დაიკელი წონაში ჩვეულებრივი წყლის მეშვეობით როგორ მოახერხა სალომე გოგიაშვილმა სამ თვეში 25 კილოგრამის დაკლება იყავი ტანწერწეტა-"სუხიშვილების" დიეტა ვის გამო დაიკლო ათობით კილოგრამი ნანუკა ჟორჟოლიანმა და როგორ მოახერხა ეს ყველაფერი? კაცი, რომელსაც 70 წლის მანძილზე არაფერი უჭამია! მეცნიერები ინდოელ მამაკაცს იკვლევენ წყარო: ჟურნალი "გზა" 12240 4-ს მოსწონს
|