დიეტოლოგია როგორ მოახერხა სალომე გოგიაშვილმა სამ თვეში 25 კილოგრამის დაკლება 2014, 9 ივნისი, 0:09
"ეს იყო წამება, ვამბობდი, მიწას ვჭამ-მეთქი. დღეში ვჭამდი მხოლოდ ერთ კიტრს, პომიდორს და სალათის 4 ფურცელს. მერე დავამატე ერთი ნაჭერი ლორი. რთული, მაგრამ ეფექტური დიეტა იყო, საწყის ეტაპზე რამდენიმე დღეში 5 კილოგრამი დავიკელი"-ამტკიცებს სალომე. სალომე რამდენიმე წლის წინ უკვე მესამედ დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი, ვახო ნიკოლაშვილი გახლავთ. ეს არცერთისთვის არ გახლავთ პირველი ქორწინება, წარსულში დაშვებულ შეცდომებს მომავალში აღარ გაიმეორებენ. შვილები ორივეს ჰყავდა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შემატეს. ვახოს ქალიშვილი ძალიან უნდოდა, მაგრამ ექიმების პირველი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა, პატრა ბიჭია. სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა იქორწინა. პატრა პატრიარქს უნდა მოენათლა, რისთვისაც მის მშობლებს ჯვარი უნდა ჰქონოდათ დაწერილი. წყვილმა დიდი ქორწილი გადაიხადა, სალომე კი ულამაზეს თეთრ კაბაშიც გამოეწყო. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 1061 3-ს მოსწონს
|