დიეტოლოგია როგორ შეძლო რენე ზელვეგერმა ათობით კილოგრამის მცირე დროში დაკლება, ანუ რენეს დიეტა 2014, 3 აპრილი, 1:55 რენე ზელვეგერი ნამდვილად თავდადებული მსახიობი გახლავთ. მან ფილმისთვის "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" მინიმუმ 20 კილოგრამი მოიმატა. ფილმის გადაღების შემდეგ კი ასევე დიდი სისწრაფით დაიკლო, რათა სასურველი როლი მიეღო ფილმ "ჩიკაგოში". საკუთარი ფიგურის ასეთი ცვლილება მხოლოდ ერთეულებს შეუძლით. როგორ შეძლო მსახიობმა ეს ყველაფერი? ფილმის, "ბრიჯიტ ჯონსის დღიური"-ს გადაღებების შემდეგ მსახიობმა რადიკალურ მეთოდს მიმართა. თავდაპირველად ის მხოლოდ ბოსტნეულის წვნიანით იკვებებოდა. რენე ყოველდღიურად ახალ წვნიანს მიირთმევდა, რომელიც შედგებოდა კომბოსტოს, სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშის, ხახვისა და სანელებლებისაგან. ერთკვირიანი "წვნიანის დიეტის" შემდეგ მსახიობი ცილების დიეტაზე გადაერთო. მსახიობის დილა საუზმით ომლეტითა და ერთი ნაჭერი ბეკონით იწყებოდა, ცხადია პური რაციონში არ შედიოდა. სადილი:თევზი ან მოხარშული ხორცი ნივრისა და ისპანახის სოუსით. საღამოს კი ის 200 გრამ უცხიმო ფილეს და ავოკადოს, ლიმნისა და კიტრის წვენს შეექცეოდა. დიეტა ეფექტური რომ იყოს დღეში 8-10 ჭიქა წყალი მიირთვით. რაციონიდან აუცილებლად ამოიღეთ შაქარი, ალკოჰოლი, პური და შემწვარი საკვები. რენეს დიეტის დაცვის შემდეგ კი შედეგი არ დააყოვნებს და თქვენი სხეულით ტკბობას შეძლებთ. გაზაფხულზე ხომ ყველა ჩვენგანს სურს ზამთრის მანძილზე დაგროვილი კილოგრამების მოშორება. 1836 4-ს მოსწონს 2-ს არა
|