x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ერკან პეტეკაია: «სასიყვარულო სცენების წინააღმდეგი ვარ…». 5 საინტერესო ფაქტი მსახიობის შესახებ
image


I. ერკანი ამჟამად 46 წლის არის და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი (1 სერიის ჰონორარი 6 000 დოლარი) მსახიობია. 1990 წლიდან დღემდე, 15 სერიალში ითამაშა და უამრავი ჯილდო აქვს სხვადასხვა კინოფესტივალზე მიღებული. 2015 წელს, პეტეკაია ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო მსახიობად აღიარეს.

ისევე როგორც ყველა მსახიოი, ერკანიც ცრუმორწმუნეა და თილისმის სახით, ყოველთვის ატარებს ბეჭედს, გიშრის თვლით.

image

II. ოდესღაც, შორეულ წარსულში, ერკანს მფრინავი უნდოდა გამხდარიყო. მაგრამ, ხელოვნებისადმი სიყვარულმა სძლია და სკოლის დამთავრების შემდეგ, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. ეკონომიური მდგომარეობის გამი, ის იძულებული იყო, სწავლის პარალელურად, სხვა პროფესიებიც აეთვისებინა – იყო მებაღე, ბარმენი და ჯიხურში სხვადასხვა წვრილმანითაც ვაჭრობდა...

image

III. ერკან პეტეკაია – ძალიან მოთხოვნადი მსახიობია, მაგრამ ბოლო დროს, მასთან მუშაობა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ამბობენ, რომ ის ძალიან ჯიუტდება, როდესაც ინტიმური სცენები არის გადასაღები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ინტიმი თურქულ ფილმში – მხოლოდ ვნებიანი კოცნას გულისხმობს. თუმცა, მასაც დაუშვებლად მიიჩნევს «ახირებული» პეტეკაია.

«მე სასიყვარულო სცენების წინააღმდეგი ვარ. უკიდურეს შემთხვევაში, სერიალებში მაინც, რომლის საყურებლად, ტელევიზორთან მთელი ოჯახი იკრიბება, ბავშვების ჩათვლით. კინოფილმებთან, რომელიც დიდი ეკრანებისთვის იქმნება, ამ მხრივ, პრეტენზია არა მაქვს – კინოთეატრებში, უკიდურეს შემთხვევაში, ასაკობრივი ცენზი არსებობს.

აქ თურქეთია, ჩვენ მუსულმანურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე ამ სცენებზე უარის თქმას ჩვენი წესები, რელიგია და ტრადიცია მაიძულებს. მორწმუნე ვარ და რელიგია არ მაძლევს იმის უფლებას, რომ გრძნობები ყველას სანახავად გამოვამზეო».

image

IV. პეტეკაიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ მსახიობი ცოლის და ოჯახის ერთგული არის. მომავალი მეუღლე მან მეგობრის ქორწილში გაიცნო და ერთი ნახვით შეუყვარდა.

«30 წელი ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. ვფიქრობ, რომ დგება მომენტი, როდესაც მარტოხელა მამაკაცი უნდა დაქორწინდეს და მამა გახდეს. რადგან ბავშვი – ყველაზე საუკეთესოა რაც შეიძლება იყოს ამ ცხოვრებაში. ბავშვის დაბადების შემდეგ, სამყარო სულ სხვა თვალით დავინახე. მივხვდი, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული.

ადამიანები გარკვეული დროის მანძილზე ხვდებიან და შემდეგ, ცხოვრებას ერთმანეთს უკავშირებენ. ყოველ დილით გვერდიგვერდ იღვიძებენ. რთულია ადამიანისთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ამავდროულად, ადვილი არ არის ერთ და იგივე ადამიანთან ხანგრძლივი წლების გატარება. მაგრამ, ეს სიხარულიც არის და მე ბედნიერი ვარ ამით» – ამბობს მსახიობი.


image
ამჟამად, წყვილი, 13 წლის ვაჟის, ჯანის აღზრდით არის დაკავებული და მომავალში, ოჯახის გაზრდასაც ფიქრობენ.


image

V. ცოტა ხნის წინ, მსახიობს ოჯახი კინაღამ დაენგრა. ყველაფრის მიზეზი კი, ერკანის სასმელისადმი დამოკიდებულება იყო. ის ხშირად სვამდა, იმ მომენტამდე, ვიდრე მეუღლემ არჩევანის წინაშე არ დააყენა: ან სპირტული სასმელი, ან ის და შვილი. ერკანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ძალა ეყო, რომ სმისთვის თავი დაენებებინა.

«გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, – ყვება მსახიობი. – ისევე, როგორც ყველა მსმელს მეგონა, რომ ცუდი არაფერი იქნებოდა იმაში, რომ ერთ-ორი ჭიქა დამელია. მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მეუღლეს ვთხოვე, ვიდეოზე გადაეღო, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდოდი სახლში. ერთხელ ვნახე მის მიერ გადაღებული «ფილმი» და მივხვდი – ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ათი დღე კლინიკაში გავატარე – და აი, ახლა, ახალივით ვარ!»


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* როგორ გამოიყურება «ნურანი» (სერიალი «მოპარული ცხოვრება») რეალურ ცხოვრებაში და რატომ მოკლა ის რეჟისორმა

* გასაოცარი ფაქტები ალენ დელონის შესახებ

* ანჟელიკას წყევლა

* რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

* მარია კალასი. ცხოვრების და გარდაცვალების საიდუმლოებები

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან

0
4742
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0