პროფილაქტიკა პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ შაქრიანი დიაბეტის დამარცხებაში! 2017, 4 აპრილი, 12:04 შაქრიანი დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გამომწვევი მიზეზები - ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობა იწვევს დიაბეტს. ინსულინის დანაკლისის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას. სხვა შემთხვევაში ინსულინი გამომუშავდება საკმაო რაოდენობით, მაგრამ ნივთიერებათა ცვლის ზოგადი მოშლილობის გამო იგი ვერ მოქმედებს ეფექტურად. ამიტომაა, რომ არსებობს დიაბეტის სხვადასხვა სახეობა. დიაბეტის დროს სისხლში გროვდება გლუკოზის ზედმეტი რაოდენობა, შემდეგ კი იწყება მისი გამოყოფა შარდით. დიაბეტის გამოვლინებები მრავალფეროვანია. ზოგი ავადმყოფი წონაში იკლებს, თუმცა მადა გაძლიერებული აქვს და ბევრს ჭამს. დიაბეტით ავადმყოფს წყურვილიც აწუხებს, დიდი რაოდენობით იღებს სითხეს და დიდი რაოდენობით გამოყოფს შარდს. ბევრი ავადმყოფი, პირიქით, გასუქებულია (ტიპი 2), ან ნორმალური წონისაა. დიაბეტი გამოვლინდება სისხლსა და შარდში გლუკოზის გამოკვლევების საფუძველზე, რასაც აკეთებენ დიაბეტის რაიმე გართულების შემდეგ. არცთუ იშვიათად, გამოკვლევის დროს სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აღმოაჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ ადამიანს.დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა და ცხოვრების სტილის შეცვლა. ნახშირწყლების და კალორიების ნაკლებად მიღება, აუცილებელია ვარჯიში და ხშირი მოძრაობა, სასურველია ყოველდღიური 30-60 წთ ფეხით სიარული ან სირბილი, ასევე ცურვა. თუ ხართ შაქრის დიაბეტით დაავადებული, მაში გეცოდინებათ, თუ როდის და რა სახის საკვები უნდა მიირთვათ, რომელი პროდუქტი სისხლში შაქრის დოზას ამატებს. შაქრიანი დიაბეტის საკონტროლებლად, უნდა იწოდეთ სწორი კვება.
პროდუქტები, რომლებიც სისხლში შაქარს ამცირებს: სელის თესლი - შეიცავს უხვი რაოდებით ბოჭკოებსა და ცხიმოვან მჟავას. გარდა ამისა, სელის თესლი შეიცავს omega-6 და pmhe-3 -ს რაც თქვენი ორგანიზმისთვის საკმაოდ სასარგებლოა. ნუში - შეიცავს ჯანსაღ ცხიმს და პროტეინებს. ინსულის წინააღმდეგობას აკონტროლებს. ამ თვისებიდან გამომდინარე, ექიმები გვირჩევენ, რომ დღეში 10-15 ცალი ნუში მივირთვათ. დარიჩინი - ცუდი ქოლესტერიის დასაგდებად, გამოიყენეთ დარიჩინის სუნელი. გარდა ამისა ეფექტურად არეგულირებს სისხლის შაქარს. ახალი კარტოფილი - ახალ კარტოფილს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც სისხლში შაქარს არეგულირებს. მიირთვით ახალი კარტოფილი და დაძლიეთ დიაბეტი მარტივად. ახლა კი წარმოგიდგენთ იმ საკვებ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელბსაც აქვთ დაბალი გლიკემიური ინდექსი: უცხიმო იოგურტი, უცხიმო რძე, ქატო, ჭვავი, ქერი, ბარდა, სტაფილო, ბადრიჯანი, ბროკოლი, კომბოსტო, სოკო, პომიდორი, წიწაკა, სალათის ფოთლები, ხახვი, მწვანე ლობიო, ალუბალი, ჭერამი, ატამი, გრეიფურტი, ვაშლი, მსხალი და გარგარი. გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1- საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 2- ეტნა აღარ "იძინებს!!!" 3- 4 რამ, რაც ყოველდღიურად არ უნდა გააკეთოთ! 4- მან ბოსელი საუკეთესო ოფისად გადააქცია! 5- 6 არაჩვეულებრივი სასტუმრო, რომელიც გაკვირვებულს დაგტოვებთ 6- გასტრო-ეზოფაგალური რეფლექსის მკურნალობის ბუნებრივი მეთოდები! 7- თუ გაწუხებთ ბუასილი, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!
5281 10-ს მოსწონს
|