სხვა 40 ღერი სიგარეტი ერთ დღეში 2017, 27 მარტი, 8:52 ალბათ, ყველას გახსოვთ, 2010 წელს საკმაოდ პოპულარული ვიდეო გამოქვეყნდა 2 წლის ინდონეზიელ ბავშვზე, Ardi Rizal-ზე, რომელიც დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა.
როგორც შემდგომში, "შოკში" ჩავარდნილმა მსოფლიო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაარკვიეს, ბავში ნიკოტინზე ძლიერ დამოკიდებული აღმოჩნდა. Ardi Rizal მშობლებთან, დედა - Diana Rizal-თან და მამა - Mohamed Rizal-თან ერთად. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაებნენ ორგანიზაციები, რათა ჯანსაღი ცხოვრების სტილით დაეინტერესებინათ ბიჭი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბიჭმა სიგარეტი ახალი გატაცებით - საჭმლით ჩაანაცვლა, რის გამოც მან წონაში საოცრად მოიმატა. ამჟამად კი Ardi Rizal აღარ ეწევა, უფრთხილდება ჯანმრთელობას და ზედმიწევნით იცავს დიეტებს. 343 5-ს მოსწონს
|