რელიგია რუსეთში იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობა აიკრძალა 2017, 24 მარტი, 16:22 რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეაჩერა რელიგიური ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობა ექსტემისტული საქმიანობის გამო.უფრო ადრე უწყებაში შევიდა სარჩელი იეჰოვის მოწმეთა საქმიანობის სრულად აკრძალვის შესახებ.საქმის განხილვა 5 აპრილს არის დანიშნული. ეს ორგანიზაცია უკვე არაერთხელ მოხვდა მაკონტროლებელი ორგანოების თვალსაწიერში.რიგ რეგიონებში ისინი უკანონოდ საქმიანობდნენ და არაერთხელ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ექსტრემისტული მასალების გავრცელების გამო. დღესდღეობით რუსეთში მთლიანად 175 000 იეჰოვას მიმდევარია.მთლიანად მსოფლიოში 8, 2 მილიონი იეჰოვას აქტიური მოწმე ცხოვრობს. იეჰოვას მოწმეების ისტორია სათავეს იღებს მოძრაობა „ბიბლიის მკვლევარებიდან“, რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ჩარლზ ტეიზ რასელმა აშშ-ში ჩამოყალიბდა. მალევე როგორც იურიდიულმა სუბიექტმა ბიბლიის მკვლევართათვის ლიტერატურით უზრუნველყოფისთვის პენსილვანიაში დააარსა გამომცემლობა „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება”. რასელი იყო „სკს“-ს პირველი პრეზიდენტი. სხვა ქრისტიანული კონფესიებისაგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები უარყოფენ როგორც სამების, ისე ადამიანის უკვდავი სულის არსებობას, უარს ამბობენ ჯარში წასვლაზე, არ სწამთ დღესასწაულების აღნიშვნა და სხვა. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორისაა: ჩრ.კორეა, უზბეკეთი, საფრანგეთი, ტაჯიკეთი, საუდის არაბეთი, ირანი, ერაყი, აშშ-ს ჯორჯიის შტატი, ჩინეთი და სხვა. 203 6-ს მოსწონს 1-ს არა |
პ.ს
მე მოვრჩი, რადგან არანაირი სურვილი არა მაქვს თქვენთვის სასურველ რელსებზე ვიარო და აქ თქვენეული "ხედვების" გადმოლაგების საშუალება მოგცეთ.
ერთი რამ იცოდეთ, ხე რომელიც სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს მოიჭრება და ცეცხლში დაინთქმება...
იძახეთ არ იყო იეჰოველებიო მოიძიეთ საძიებოში და ნახავთ მათი "გაფრენის" მომენტში დაკავების და მერე მათი დაკითხვის ვიდეოს.
რასელი იყო თაღლითი რომელიც თაღლითობით შოულობდა ფულს, ისევე როგორც თქვენი უხუცესები. არ გიკვირთ სამმა სრულიად გაუნათლებელმა და ამავე დროს უწიგნურმა "უხუცესმა" რა ფულით აიშენეს ორ-ორი სახლი? :)
დადიან "პიონერები" და ყრიან ფულს შესაწირავ ყუთში, მე თქვენ გეტყვით და ეკლესია გაქვთ ასაშენებელი და შესაკეთებელი, "უხუცესი" ზის ქურდივით და მისდის მუქთად ფული.
კი ბევრჯერ დაასახელეთ არმაგედონის მოსვლის თარიში, მაგრამ მუდამ "კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ".
ბიბლიის აზრზე არა ხართ, პირდაპირ იგებთ ყველაფერს. საქართველომ რომელ საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა იმედია ეს მაინც იცით სწორად, რაღაც მეცხრამეტე საუკუნემდე თქვენი ხსენება არსად არაა და რატომ? :)
ქრისტეს სიტყვებს წმინდა წერილიდან ბოლო ჟამს გამოჩენილ ცრუ წინასწარმეტყველებზე თქვენ ამართლებთ.
ხო კიდევ მიცვალებულებს, როდის ააყენებთ საფლავებიდან არ გამომაპაროთ. :)
ხო აბა რა, თქვენ, რომ გკითხოთ კაცმა იესო ჯვარს კი არ აცვეს არამედ ბოძზე მიაჭედეს.
გეყოთ რა ეს უაზრო და სასაცილოდ აბსურდული თეზისების ფრქვევა.
რომელი სწავლული ეოლოგი ჩარლზ რასელი იყო ბიბლია, რომ ეკვლია?
ავანტიურაზე აგებული სიტყვის ფასი გროშია, შესაბამისად თქვენი სწავლება ცრუა და არაფრისმომცემი.
რაც შეეხება რასელს იყო შეძლებული პიროვნება რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა თავის თანამოაზრეებთან ერთად ბიბლიის გამოკვლევას და უამრავ ენაზე თარგმნას იმ დროს, როდესაც ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სამყარო დევნიდა ადამიანებს ბიბლიის გამო,ამის გამო არაერთი დაწვეს კოცონზე.
უფალი ბრძანებს, ბოლო ჟამს გამოჩნდებიან ცრუ წინასწარმეტყველნი რომლებიც ტკბილი ენით გეტყვიან, რომ მალე დადგება დრო როცა დიდი და პატარა ბედნიერად იცხოვრებ ს, იცოდეთ უფლის წარგზავნილი ხალხი არაა და ერიდეთო.
არმაგედონს ქადაგებდით და რომ არ შედგა ახალ ეტაპზე გადახვედით. :)
ან ვინა ხართ უფლის სახელით, რომ ქადაგებთ ვისგან გაქვთ ეს უფლება მონიჭებული!?
მე 3 უხუცესს ვიცნობ და სამივე უვიცია განათლების მხრივ, დაზეპირებული აქვთ სახარებიდან ციტატები და იმეორებენ მუდმივად.
კაცს, რომელსაც საშუალო სკოლა თავის დროზე სამებზე აქვს დამთავრებული როგორ უნდა მოვუსმინო!? :)
დღესაც "უხუცესია" და მის სახლში ყოველდღე უამრავი ადამიანი იკრიბება.
ამაშია თქვენი უბედურება, არ ცნობთ სწავლული თეოლოგი მეცნიერების კვლევებს და ეყრდნობით თაღლითი რასელის ნაბჟუტურევს.
ბიბლიას, რომ ჩაწვდე წიგნიერთან ერთად გ ანსწავლული ცუნდა იყო, მე კი მაპატიეთ, მაგრამ ასეთებს ვერ ვხედავ "იეჰოვას მოწმეებში".
თან ეს კარდაკარ წანწალი რა უბედურებაა ან ბულვარში და ქუჩაში ადამიანის შეჩერება და წიგნის შეჩეჩება?
ჯვარგადაშლილ სახარებას, რომ დაატარებენ თქვენი "პიონერები" ამაზეც გექნებათ ორიოდე განმარტება. :)
ისე როდის მერე დაიწყო სამოთხის აზომვა ჰექტარებში!? :)