x
image
K.P.
ლევან როსტოშვილს 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
image
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით და ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. ისინი 2016 წლის 6 მაისს დააკავეს, თავდაპირველად მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა მალევე 150000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოლაპარაკება მიდიოდა პროკურატურასა და დაკავებულებს შორის საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა მათ შორის მოლაპარაკება არ შედგა. გაასაჩივრებენ თუ არა ლაშა კურტანიძე და ლევან როსტოშვილი განაჩენს ჯერ უცნობია.

image

მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან

პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება,


შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო

დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით

გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,

ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო

თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც

ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს,

ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის

ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება

ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.image


სკანდალი: როსტომ ირაკლი კოდუას ფული მოპარა (+როგორ იხსნა დანგრევისგან როსტომ ნანუკას ოჯახი)


როსტო-არშემდგარი ბიზნესმენი, ცუდი მამა და პარტნიორი?


ჩაყვინთეთ მინერალურ წყალში-მეთოდი, რომელიც საოცრებას ახდენს


"წლების მანძილძე მიმწარებდით ცხოვრებას, ახლა შეგაკვდებით"-მაია ასათიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს




0
150
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0