x
image
K.P.
ტრანსგენდერ საბის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

image
რამენიმე თვის წინ, ტრანსგენდერი საბი, იგივე საბა ბერიანი საკუთარ სახლში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი იპოვნეს. შემთხვევა პეკინის 14 ნომერში მოხდა, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა. მეზობლების მტკიცებიით საბი მოკლეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით მის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გააჩინეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივმთკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს"–ნათქვამი იყო სამართალდამცვების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს სასამართლო გაიმართა, რომელზეც მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი 108-ე, განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ სცნო. ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენისა და ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემის გამო მიესაჯა. imageimage

0
1444
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0