სისხლის სამართალი ზესტაფონში 10 წლის გოგონა გააუპატიურეს-"ეჭვმიტანილი რამდენჯერმეა ნასამართლევი" 2015, 4 ივნისი, 20:57 საქართველოში ბავშვებზე ძალადობამ იმატა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ამინისტიის შედეგია, რომლის წყლობითაც ბევრი დამნაშავე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მეორენი კი თვლიან, რომ პრესის აქტიურობა ერთეულ დანაშაულებს, რომლებიც მუდამ ხდებოდა, უფრო წარმოსაჩენს ხდის. ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის გოგონა გააუპატიურეს. ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მეზობლების მტკიცებით, პატარას სხეულზე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ის მშობლებს ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში ჰყავთ წაყვანილი, სადაც შემოწმება უტარდება. "ეჭვმიტანილი 43 წლის კაცია. იგი ადგილობრივი მაცხოვრებელია. რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. როგორც მეზობლები ყვებიან, ბოლოს ნარკოტიკების გამო იყო დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დადატოვა . გუშინ ჩვენს უბანში შევიკრიბეთ და ამ მამაკაცს მომხდარზე ვკითხეთ, თუმცა ამტკიცებს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, თუმცა დღესაც მოვიკითხეთ ეს პიროვნება და სოფელში აღარ არის"-ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა სოფლის დეპუტატმა ამირან ბახტაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლითაა აღძრული. მუხლი 137 1. გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; გ) ჯგუფურად; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე. 4. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა; გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე. 688 8-ს მოსწონს
|