x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კბილებთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

image


1. მექსიკაში კბილის ფერიის (მითიური არსება, რომელიც სარძევე კბილებს აგროვებს) ნაცვლად, კბილის თაგვია.
2. ყველაზე მტკიცე ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში — კბილის ემალია.
3. ყოველი მეორე ამერიკელი ყველაზე დასამახსოვრებელ პირველ შთაბეჭდილებად, ღიმილს მიიჩნევს.
4. ყველაზე ძვირიანი კბილი 4 650 დოლარად გაიყიდა აუქციონზე. არისტოკრატმა, რომელმაც ის შეიძინა, მაშინვე ოქროს ბეჭედში ჩაასმევინა. ეს ისტორია 1727 წელს მოხდა, ცნობილი მეცნიერის, ი. ნიუტონის გარდაცვალების შემდეგ და კბილი სწორედ მას ეკუთვნოდა.
5. ძველ რომშიც ზრუნავდნენ კბილებზე და ზოგიერთები მის გათეთრებას შარდით ცდილობდნენ.
6. კბილის ჯაგრისის გამოგონებამდე, პირის ღრუს ჰიგიენაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ზრუნავდნენ: იყენებდნენ ნაცარს, ღეჭავდნენ ფისს ან ფიჭას, იყენებდნენ მსხვილფეხა პირუტყვის რქების და ჩლიქების ფერფლს, ღეჭავდნენ ხის წვრილ ტოტებს... და ეს მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ჩინელებმა კბილის ჯაგრისი არ გამოიგონეს. ეს კი, 1498 წელს მოხდა. პირველი კბილის ჯაგრისი, თითქმის ისეთივე იყო, როგორსაც ჩვენ მოვიხმართ. თუმცა, ჯოხზე დამაგრებული ნატურალური ბეწვით, ის აკვარელის ფუნჯს უფრო წააგავდა, მაგრამ ბევრად უხეში იყო, რადგან ბამბუკის ჯოხებით და ტახის ქედიდან აჭრილი ჯაგრით იყო დამზადებული. ჩინელები ჯაგრისით კბილების გასუფთავებისას დამატებითი საშუალებებით (ფხვნილი, პასტა) არ სარგებლობდნენ.

7. კბილის პირველი პასტა (Dr. Shefield’s Creme Dentifrice) იმ ფორმით, როგორიც ახლა არის, 1892 წელს კომპანია – Sheffield Pharmaceuticals-მა (აშშ) გამოუშვა.
8. 65 წელს გადაცილებული ადამიანების 60%–ს შეუძლია საკუთარი კბილების სრული კომპლექტით დაიკვეხოს.
9. მხოლოდ ამერიკაში, წლის მანძილზე, 53 000 000 ლიტრი კბილის პასტა იყიდება, რომლითაც 30 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსება არის შესაძლებელი.
10. ტერმინი «სარძევე კბილები» ჰიპოკრატეს ეკუთვნის, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის კბილების ჩამოყალიბება რძით ხდებოდა.
11. პირველი ელექტრონული კბილის ჯაგრისი, II მსოფლიო ომის შემდეგ, შვეიცარიაში დააპატენტეს. ის დენზე სადენით ირთვებოდა და ბევრს ასეთი იდეა ცოტა უჩვეულოდ ეჩვენებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯაგრისების ამ სახეობამ მალე მოიპოვა პოპულარობა და ამჟამად, მსოფლიო მოსახლეობის 12% სწორედ ელექტროჯაგრისებით სარგებლობს.
12. ადამიანიბი, რომლებიც დღეში 3-ჯერ იხეხავენ კბილებს, ჭარბი წონა ნაკლებად აწუხებთ – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები, 14 ათას ადამიანზე დაკვირვების შემდეგ.
13. ორგანიზმში არსებული კალციუმის მარაგის 99% კბილებში და ძვლებშია გადანაწილებული.
14. ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, თუ რამდენი სახეობის კბილის ჯაგრისი არსებობს? წარმოუდგენელია, მაგრამ გასულ საუკუნეში კბილის ჯაგრისების გამოგონების 3000-ზე მეტი პატენტია გაცემული!
15. როდ-აილენდის შტატის (აშშ) მაღაზიებში შაბათობით კბილის ჯაგრისის გაყიდვა კანონით იკრძალება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageimageimageimage



0
144
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0