სტომატოლოგია «მალე კბილის მკურნალობა და პროთეზირება საჭირო აღარ იქნება» – აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები 2019, 7 თებერვალი, 10:22 ის რომ ალიგატორის კბეილების რეგენერაცია ხდება, მეცნიერებისთვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. მაგრამ, დღემდე ითვლებოდა, რომ ეს პროცესი «დაპროგრამირებული» იყო და ის პერიოდულად ხორციელდება ისე, როგორც გველებისთვის კანის ცვლა, ან ფრინველების და ცხოველები განგური. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგენერაციის პროგრამის ამოქმედება პერიოდულად კი არა, საჭიროების შემთხვევაში ხდება და ახალი კბილი, მხოლოდ კბილის დაკარგვის შემთხვევაში ამოდის.
ადამიანის კბილები, შემადგენლობის მიხედვით, ძალიან ჰგავს ალიგატორის კბილებს. ადამიანსაც გააჩნია ღეროვანი უჯრედების შემცველი ქსოვილი. სწორედ მისი წყალობით ხდება სარძევე კბილების მუდმივი კბილებით ჩანაცვლება. ხან კი, რომელიმე კბილის ადგილზე კიდევ ერთი, მე-3 – ე. წ. «ნიანგის კბილიც» ამოდის.
ალიგატორი კბილი, რეგენერაციის თვალსაზრისით, უნიკალური არ არის. არსებობენ ამ თვისების მქონე, ფაუნის სხვა წარმომადგენლებიც. მაგ., ზვიგენს, სიცოცხლის მანძილზე, საშუალოდ, 30 000 კბილი ამოსდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მტაცებელი, 1 კბილს, მინიმუმ, 100-ჯერ იცვლის. იმისთვის რომ გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა, ადამიანისთვის, დაკარგული კბილის ადგილზე, ახალი კბილის ამოყვანა, შეფფილდის უნივერსიტეტის (University of Sheffield, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერთა ჯგუფმა, გარეტ ფრეიზერის (Gareth Fraser) ხელმძღვანელობით, ზვიგენის კბილების რეგენერაციის პროცესი შეისწავლა და აღმოაჩინა გენების ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ პროცესზეა პასუხისმგებელი. როგორც გარიკვა, 400-მდეა ასეთი გენი არსებობს და კბილის დაკარგვის შემთხვევაში, სწორედ მათი ექსპრესირება ხდება ეპითელურ უჯრედებში, რაც ახალი კბილის ჩამოყალიბების საფუძველს იძლევა. ასეთი უჯრედები ჩვენც გაგვაჩნია. რაც შეეხება გენებს, – ადამიანის შემთხვევაში, სარძევე კბილების მოცვლის შემდეგ, მათი ატროფირება ხდება. ხოლო, ზვიგენისთვის პროცესი მუდმივად გრძელდება. ამჟამად, მეცნიერები რეგენერაციის გენების მოქმედებას, ზვიგენის ემბრიოგენეზისის სტადიაში სწავლობენ და იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში, კბილის ამოყვანის პროცესის მართვას და დაკარგული კბილის ადგილზე, ახალი კბილის ამოყვანას თრაპიული გზით შეძლებენ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: რევოლუცია სტომატოლოგიაში: დღეს უკვე შესაძლებელია კბილის ნებისმიერ ასაკში ამოყვანა ნატურალური კბილის პასტის რეცეპტი – რეკომენდებულია ექიმების მიერ (+ვიდეო) 866 5-ს მოსწონს
|