რჩევები 7 შეცდომა ჩაცმულობაში, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს გმატებთ - გაითვალისწინეთ! 2017, 21 მარტი, 17:11 შეიძლება უამრავი დრო დახარჯოთ სპორტდარბაზებში, მხოლოდ მწვანე ვაშლით იკვებოთ, ირბინოთ დილაობით და სასურველი ფიგურაც დაიყენოთ, შემდეგ კი, ორიოდე წამში ყველაფერი გააფუჭოთ არასოწრად შერჩეული ტანსაცმლით. სამაგიეროდ ისიც არის შესაძლებელი, რომ სწორი სამოსის წყალობით სხეულის გარკვეული ნაკლი სრულიად დაფაროთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისათვის, თუ როგორ შეიძლება რამდენიმე კილოგრამის "დაკლება" სულ რაღაც ორიოდე წუთში მხოლოდ სწორად შერჩეული გარდერობით. მისათვის თავი უნდა აარიდოთ ქვემოთ ჩამოთვლილ 7 შეცდომას: მსხვილი ბადე მსხვილი ბადეს პრინტებიანი ტანსაცმელი ფიგურის ნამდვილი მკვლელია. ის სტილურად გამოიყურება, მაგრამ ვიზუალურად რამდენიმე ზედმეტ კილოგრამსა და სანტიმეტრს უმატებს. აირჩიეთ ტანსაცმელი წვრილი, ნეიტრალური პრინტებით. ხოლო თუ მაინცდამაინც ბადეებიანი პრინტი გსურთ, უპირატესობა მიანიჭეთ წვრილ ბადეს - იგი შედარებით ნაკლებად ასუქებს. ჰორიზონტალური პრინტი ჰორიზონტალური პრინტი ვიზუალურად ადიდებს ფიგურას. მაგრამ თუ ძალიან გიყვართ ზოლიანი ტანსაცმელი, საჭიროა უბრალოდ ხაზების მიმართულების შეცვლა - ვერტიკალური ზოლები, პირიქით, აგრძელებს სილუეტს და ფიგურას უფრო გამხდარს აჩენს. ამას გარდა, ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, დაგეხმარებათ კლასიკა - ერთტონიანი სამოსების შეხამება. ზედმეტი დეკორი დიდი რაოდენობით პლისეები, ნაკეცები, "აბორკები" ვიზუალურად მინიმუმ ორ ზომას მოგამატებინებთ. ეცადეთ აირჩიოთ სამოსი სადა დეკორაციებით, მაგალითად, ქვედაბოლო გრძელი ელვა-შესაკრავით ფიგურას დააგრძელებს, ისევე, როგორც ვერტიკალური ზოლები. მსხვილი პრინტი და ჰორიზონტალური ელემენტები მსხვილი პრინტი ფიგურას უფრო მასიურს აჩენს, ხოლო თასმებიანი სანდლები ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს. სამაგიეროდ, ნავის ფორმის ფეხსაცმელები და კაბაზე ჭრილი სხეულს უფრო აგრძელებს. აირჩიეთ ერთი ტონის ქსოვილის სამოსი და ფეხსაცმელი, რომელიც უფრო ახლოს არის თქვენი კანის ფერთან. ასე უფრო გამხდარი და მაღალი გამოჩნდებით. ნაკერი წელზე წელზე მომრგვალებული ნაკერი ამძიმებს ფიგურას, ხოლო V-ს ფორმის დეკოლტე, პირიქით, უფრო დახვეწილს ხდის. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ არ ღირს ზედმეტი ნაკეცებიანი კაბების არჩევა. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად განიერი ჩანს წელი და თეძოები პირველ სურათზე. ფართე ჰორიზონტალური ზოლები ჰორიზონტალურ ზოლებზე უარესი შეიძლება იყოს კიდევ უფრი განიერი და ნათელი ფერის ჰორიზონტალური ზოლები. ისეთი ქვედაბოლო, როგორიც მარცხენა ფოტოზეა მოცემული, დახვეწილი ფიგურის უფრომო ტომრად გადაქცევის საუკეთესო საშუალებაა. ერთი ტონის კაბები წვრილი ფიგურებითა და წელზე შემოჭერილი ფართე შავი ქამრით ხაზს გაუსვამს ყველა აუცილებელ დეტალს და ფიგურას ვიზუალურად გაცილები გამხდარს გამოაჩენს. მკვეთრი ფერები მკვეთრი ფერები გაცილებით მეტად "ასუქებს" ვიდრე მუქი. დააკვირდით ფოტოებს - ორი ერთნაირი მაისური, რომლებიც მხოლოდ ფერით განსხვავდება. მარცხენა ფოტოზე, რომელზეც მაისური ნათელი წითელი ხაზებით არის, გოგონას წელი და მხრები უფრო ფართე ჩანს, ვიდრე მეორე ფოტოზე, რომელზეც ხაზები ნაკლებად მკვეთრი ფერისაა. შავი ფერი, როგორც წესი, ვიზუალურად მოცულობას აკლებს, მაგრამ ფოტოებს თუ დააკვირდებით ადვილად შეამჩნევთ, რომ სამოსის (ამ შემთხვევაში შარვლის) სტილმაც შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. დღეისთვის მოდაში მყოფი კაბა-შარვლები ადვილად შეგმატებთ ორ-სამ ზედმეტ კილოგრამს. კიდევ რამდენიმე რჩევა იმისათვის, რომ უფრო მაღალი და გამხდარი გამოჩნდეთ, იხილეთ ბმულზე ასევე დაგაინტერესებთ: 1. ტანსაცმლის 10 შეხამება, რომელიც პროვინციალიზმზე მიუთითებს - არა დაუშვათ ეს შეცდომები! 2. 12 ტიპის სამოსი, რომელიც გარეგნულად 10 წელს მოგაკლებთ - ეს ბევრმა არ იცის! 3. 10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები! 4. მამაკაცის სამოსის 9 დეტალი, რომელიც ქალებს განსაკუთრებით ხიბლავთ - გაითვალისწინეთ! 5. ქალის 10 მოდური ტანსაცმელი, რომელსაც მამაკაცები ვერ იტანენ ჩაცმულობის შესახებ უფრო მეტი საინტერესო რჩევისთვის გადადით ბმულზე. 4418 6-ს მოსწონს 1-ს არა
|