x
image
K.P.
თეა წულუკიანი დედა გახდა (+ფოტო)

image
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დედა გახდა. პატარა 18 მარტს დაიბადა და მას მარიამი დაარქვეს. დედა–შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს. მინისტრის მეუღლე და მეორე ნახევარი ნუგზარ კაკულია გახლავთ. უმაღლესი განათლება თბილისის აფრიკისა და აზიის ინსტიტუტში მიიღო. ბატონი ნუგზარი იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჯერ დირექტორის მოდგილედ, შემდეგ კი დირექტორად მუშაობდა.

წყვილმა ერთმანეთი არჩევნების დროს გაიცნო, როცა თეა წულუკიანი ნაძალადევის რაიონში კეჭს იყრიდა. "2012 წელს როდესაც ნაძალადევის რაიონში კენჭს ვიყრიდი, ერთ დღესაც შტაბში ნუგო მოვიდა და გვითხრა რით დაგეხმაროთო, მიუხედავად იმიასა, რომ ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველი არ იყო. ჩვენ ნუგო როგორც აქტივისტი ისე მივიღეთ, მან ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, შემდეგ მეგობრობა გავაგრძელეთ და დროსთან ერთად ჩვენი ურთიერთობა გადაიზარდა სხვა ტიპის ურთიერთობაში. ჩვენი ურთიერთობა მთლიანად აგებულია ხუმრობაზე, იუმორსა და ხალისიან განწყობაზე. ხანდახან ვფიქრობ არანორმალური ოჯახი ხომ არ ვართ-მეთქი, იმიტომ რომ ბევრს ვიცინით"-ასე გვიამბობს საკუთარი სიყვარულის ისტორიას ქალბატონი თეა.

წყვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ 2014 წელს გავრცელდა, მინისტრი მეორე ნახევრის ვინაობას არ ამხელდა, თუმცა აღიარებდა, რომ მისი რჩეული ქართველი იყო: "ქართველია, არის ჩემსავით ფიცხი, პირდაპირი და მუდამ მკვახე რჩევებს მაძლევს, რაც მე ხშირად მაფხიზლებს. არასოდეს ცდილობს თავის ჭკუაზე გადამიყვანოს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან არავის ჭკუაზე სიარული არ შემიძლია."

სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება და ამტკიცებენ, რომ პატარა თეა წულუკიანისა და ნუგზარ კაკულიას ქალიშვილია. ვულოცავთ წყვილს ქალიშვილის დაბადებას, პატარას კი ჯანმრთელობას ვუსურვებთ.image

თეა წულუკიანი საკუთარ დაოჯახებაზე საუბრობს (+ვიდეო)


"ბოტასებიანი" გოგო ჯაკუზებიანი კაბინეტით იუსტიციის სამინისტროში (რა დიდძალ ქონებას ფლობს თეა წულუკიანი?)


ფრთხილად ტაქსი!!! "დამცირებას, შიშს და უმწეობას იწვევს, ბევრი ისეთ შოკში ვარდება, მანქანის ნომერსაც კი ვერ იმახსოვრებს., "


''ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს''-ნანუკა ჟორჟოლიანი კოლეგების წინააღმდეგ


2015 წლის სკანდალური წყვილები, ქორწინებები და განქორწინებები


0
334
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0