ფილოსოფია რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი III) 2017, 25 მაისი, 11:21 შურისძიება შურისძიებით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებთ ზიანს. როცა ვინმე გძულთ ან არ მოგწონთ, ეს თქვენს ირგვლივ ნეგატიურობას ქმნის. როდესაც ადამიანს, რომელმაც ტკივილი მოგაყენათ კარგს უსურვებთ, ამით ცუდი ენერგიისგან თავისუფლდებით. თქვენ მხოლოდ სიკეთე უსურვეთ მათ გუნებაში და თავად დარწმუნდებით რამდენად დიდ შვებას მოგიტანთ ეს. ეცადეთ ის ბოროტება, რაც გაგიკეთეს, სხვა კუთხით დაინახოთ – შეიძლება ამის გამო დღეს ცუდ დღეში აღმოჩნდით, მაგრამ წლების მერე თქვენი ავის მსურველებს ამ ბოროტებისთვის მადლობას გადაუხდით – უბრალოდ ხომ არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში, ყველაფერი ურთიერთკავშირშია.
იყავით კეთილი მათ მიმართ, ვინც ბოროტადაა თქვენს მიმართ განწყობილი. მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენი პოზიტიური ფიქრები და ქმედებები ის ძალაა, რომელიც მათ უარყოფით დამოკიდებულებას გააქარწყლებს. თუ ვერ ახერხებთ ამას, მაშინ იგნორირება გაუკეთეთ მათ – არაფერი გააღიზიანებთ თქვენს მტრებს ისე, როგორც მათი არაფრად, არარაობად ჩაგდებაა. თქვენი სული ცდილობს საკუთარი თავის დანახვას ყველაფერში. სამყაროს კი ბალანსი სჭირდება. ის ჰარმონიას ეძებს. ამიტომ იყავით პოზიტიურები. ეჭვიანობა და შური ცოტაოდენი ეჭვიანობა ბუნებრივია – სიყვარულის ნიშანი. თუმცა, თუ ის ბევრია, შეიძლება დამანგრეველიც იყოს. რაც შეეხება შურს, იფიქრეთ მათზე, ვისაც მსგავსი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ – პატივი ეცით მათ დამოკიდებულებას, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენზე დიდი წარმოდგენა აქვთ. ნეგატიურობა შურიანობის ნიშანია, ამის პატიება თქვენი მხრიდან კი – კარგი კარმაა. ასეთი ადამიანები საკუთარ თავს აყენებენ ტკივილს და არა თქვენ. თუ პოპულარული და წარმატებული ხართ, თანაუგრძენით მათ, ვინც არ არის. შურიანობა მეორეს მხრივ გამოცდაა. რა რეაქცია გექნებათ მათ მიმართ, ვისაც თქვენი შურს? კარმას მყისიერი შედეგი აქვს? სრულად რომ გაიგოთ რაც გააკეთეთ – რატომ იყო კარგი ან ცუდი, ამას დრო სჭირდება. ბევრ გაკვეთილს მაშინვე ვსწავლობთ, ზოგიერთისთვის კი – დროა საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ კარმა თესავს, რაღაც დროის შემდეგ გაიზრდება და ზუსტად სწორ დროს თქვენ ის დაგიბრუნდებათ. დაიმახსოვრეთ – კარმის მიზანი შურისძიება არ არის. სამყარო არ არის შურისმგებელი. მისი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ უკეთესი პიროვნება გახდეთ. კარმის მოქმედება ზოგჯერ მყისიერია, ზოგჯერ კი იგვიანებს. თუმცა, დარწმუნებული იყავით რომ ადრე თუ გვიან თქვენი მოქმედების შედეგს, კარგი იქნება ის თუ ცუდი, აუცილებლად ნახავთ. რასაც აკეთებთ – თქვენი არჩევანია და ეს ნაბაყოფლობითია. რაც დაგემართებათ თქვენი არჩევანის შედეგად, ეს უკვე თქვენ ხელში არ არის. ამას კარმა გადაწყვეტს. დაიმახსოვრეთ – შეუძლებელია კარმული ბედის თავიდან აცილება. მადლიერება როდესაც კარგ კარმას გამოსცდით, ყოველთვის იყავით მადლიერი ამის. მადლიერება კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ქმედებები სწორე იყო. ხალხის უმეტესობა მხოლოდ ცუდ კარმას ამჩნევს. ამიტომ ყოველთვის გამოხატეთ მადლიერება, როცა თქვენივე სიკეთე გიბრუნდებათ. რაც უფრო სუფთაა თქვენი სულიერი სამყარო, მით უფრო სწრაფად დაგიბრუნდებათ კარმა. იმ ადამიანს, რომელსაც ესმის სულიერი კანონები – ძლიერ არ იტანჯება, რადგან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. მადლიერების გრძნობა, თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება სამყაროსადმი – თქვენი ძალაა, თქვენი ფარია ყოველივე ნეგატივის წინააღმდეგ. მოექეცით სხვას ისე, როგორც თავად გსურთ რომ მოგექცნენ, რადგან ერთ დღეს აუცილებლად მოგიბრუნდებათ! ეს კარმის კანონია და ახლა თქვენ ეს უკვე კარგად გესმით! ასევე დაგაინტერესებთ: რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ! რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი II) რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი" როგორ მოვიზიდოთ იღბალი – წარმატების ტიბეტური საიდუმლო რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით 30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე ტყუპები – ბუნების ამოუცნობი გამოცანა 1468 10-ს მოსწონს |
ადამიანები ხშირად ვერ სწავლობენ ემოციების მართვას და კონტროლს და ეს ანგრევს მათ შინაგანად.