x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
10 უცნაური ფაქტი პირის ღრუს შესახებ

ადამიანის სხეულის ნაწილებს შორის, პირის ღრუ, ფართო საზოგადოებისთვის, ალბათ, ყველაზე უცნაური და შეუცნობელი ნაწილია და აქ სწორედ იმ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომელიც შეიძლება მის შესახებ არ იცოდეთ.



პირი, ფაქტიურად, ერთი მთლიანია, თვალებთან და

ცხვირთან ერთად


გარედან არანაირი კავშირი არ შეინიშნება, მაგრამ, რეალურად, ადამიანის პირი, ცხვირი და თვალები ერთმანეთთან არის დაკავშირებული.


image

imageუფრო ზუსტად, თუ ვიტყვით, ისინი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში კი არა, ჯირკვლების, მილების და ხვრელების რთული სისტემით უკავშირდებიან. სამივე ორგანო, საბოლოო ჯამში, ორ სხვა – საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ სისტემებს უკავშირდება.


image


ნერწყვს ჩვენი ნაწილის მონელება შეუძლია


ნერწყვი — წელვადი უფერო სთითხეა, რომელსაც ორგანიზმში გარკვეული ფუნქციები გააჩნია. ის პირის ღრუს გამოშრობისგან იცავს და საკვების მონელება, სწორედ ნერწყვით იწყება.
ნერწყვის მონელების ფუნქცია მასში შემავალ ამილაზას ფერმენტს უკავშირდება, რომელიც ნახშირწყლების დანაწევრებას ახდენს. ნახშირწყლები კი როგორც ცნობილია, ბევრი საკვები პროდუქტის ძირითადი კომპონენტია და არა მხოლოდ... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნახშირწყლებს ჩვენი ორგანიზმის ყველა ქსოვილი შეიცავს თავისუფალი სახით, ლიპიდების და ცილების შენაერთებში და სწორედ ის არის ჩვენი ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყარო.


ასე, რომ, ნერწყვის კანქვეშ მოხვედრის შემთხვევაში, მას შეუძლია ჩვენი სხეულის მონელების პროცესი დაიწყოს, რა თქმა უნდა, ლოკალურად.


image


კბილები ორგანიზმის ყველაზე მტკიცე ნივთიერებების ნაერთებია


imageავარიის ან ჩხუბში მონაწილეობის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ადამიანს მთელი თავ-ყბა დალურჯებული აქვს, კბილის გატეხვის შემთხვევა ძალზე იშვიათია. ეს იმიტომ, რომ კბილები ემალისგან შედგება, რომელიც ყველაზე მყარი ნივთიერება ჩვენს ოერგანიზნში და შესაძლებელია, ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ნივთიერება იყოს პლანეტაზე.
ახლა უკვე რთული არ არის ახსნა, რომ უახლესი სტომატოლოგიური ხელსაწყოების არსებობის პირობებში, რატომ არის ასე რთული კბილიდან სულ პატარა ნაწილის მოცილებაც კი.


image


ენას ძვალი არა აქვს, მაგრამ აქვს 4 კუნთი


კუნთები — ელასტიკური კუნთოვანი ქსოვილია, რომელიც ჩვენი სხეულის მოძრაობაზე არის პასუხისმგებელი და არა მარტო... კუნთები განსხვავებული ფორმის და ზომის შეიძლება იყოს. კერძოდ ენა, ორგანიზმში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და უნიკალური კუნთია.
რეალურად — ეს 4 კუნთის შენაერთია, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა მოქმედებაზე არის პასუხისმგებელი და ერთობლივად, მეტად რთული მოძრაობების განხორციელება ხდება, იმისთვის, რომ ვისაუბროთ, საკვები მივიღოთ და სუნთქვა შევძლოთ.
ამგვარად, ისევე როგორც ნებისმიერი კუნთი ორგანიზმში, ენაც სწავლებას ექვემდებარება და მხოლოდ ვარჯიშის შედეგად შეიძლება, ბგერების შექმნა და სხვა მოქმედებების განხორციელება.



image


ნერწყვი — გაფილტრული სისხლია


ყველამ ვიცით, რომ ნერწყვი პირის ღრუში ავტომატურად გამომუშავდება და ის, რომ გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება მის რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს. მაგრამ, როგორ ხდება ეს ყველაფერი?


image
ეს არა მარტო რთული, ალბათ, უმრავლესობისთვის წარმოუდგენელი პროცესია: ნერწყვი, – სისხლისგან მიიღება, რომელიც სახის სხვადასხვა ნაწილში განლაგებულ ჯირკვლებში გაედინება, პლაზმა (სისხლის თხევადი ნაწილი) იფილტრება და საბოლოო ჯამში, ნერწყვად გარდაიქმნება.
ეს ნერწყვლის ჯირკვლებში განლაგებული სპეციალური უჯრედების წყალობით ხდება, რომლებიც პლაზმის ზოგიერთი ელემენტის რეაბსორბაციაზე (შეწოვა, შთანთქვა) აგებენ პასუხს. ამას ემატება, პირის ღრუში განლაგებული ნერწყვის ჯირკვლები და მიიღება გამჭვირვალე სითხე – ჩვენი პირის ღრუს ბიოლოგიური გარემოს განუყოფელი ნაწილი.


image


ენა ათასობით საგემოვნო დვრილით არის დაფარული


ჩვენი ენის ზედაპირი მთლიანად საგემოვნო დვრილებით არის დაფარული და ზრდასრული ადამიანის ენის ზედაპირზე, საშუალოდ, 10 000 საგემოვნო დვრილია მოთავსებული. ეს პატარა წარმონაქმნებია, რომელიც გარეგნულად სოკოს მოგვაგონებს, რომესაც ძირიდან თავამდე ნერვის რეცეპტორი გასდევს. დროთა განმავლობაში, ნერვული დაბოლოვება იღუპება და ადამიანი ნაკლებად შეიგრძნობს მეტისმეტად მწარე, მჟავე და ტკბილ გემოს.


image


მეხუთე გემო


ჩენს რეალობაში, როგორც ცნობილია, სულ 4 გემო არსებობს: ტკბილი, მლაშე, მჟავე და მწარე. მაგრამ, ეს მხოლოდ მათთვის, ვინც ნატურალური საკვებით იკვებება და გამაგრილებელ სასმელებს არ მოიხმარს.

გასული საუკუნის დასაწყისში, იაპონელმა მეცნიერმა კიკუნაე იკედამ (Kikunae Ikeda) მეხუთე გემო აღმოჩინა, რომელსაც «უმამი» («სასიამოვნო გემო») უწოდა. ამ გემოს ყველაზე ინტენსიურად ნატრიუმის გლუტამატი ქმნის, – საკვების დანამატი, საგემოვნო თვისებებით, რომელიც პროდუქტის ვადის გახანგრძლივებისთვის და საკვების საგემოვნო თვისებების გასაძლიერებლად გამოიყენება ფასტფუდებში.


imageშენიშვნა: იაპონიაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ნატრიუმის გლუტამატის დიდი რაოდენობით მოხმარება გლაუკომას იწვევს.

ასეთი აღმოჩენის შემდეგ, ყოველთვის დგება დოზირების საკითხი: ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებს, უფრო დიდი რაოდენობით ნივთიერებას აძლევდნენ, ვიდრე ადამიანი იღებს კვების დროს. მაგრამ, აი რას ამბობს, ამასთან დაკავშირებით, ლონდონში გლაუკომის ყველაზე ცნობილი სპეციალისტი დოკ. პენგ ტი ჰოუ: «მართალია, ექსპერიმენტის დროს ნატრიუმის გლუტამატის დოზა გაზრდილი იყო, იმასთან შედარევით, ვიდრე ადამიანი ერთჯერადად იღებს, მაგრამ თუ ის «გლუტამატ-ნარკომანია», ასეთები კი არც თუ ისე მცირე რაოდენობაა, სავსებით შესაძლებელია, რომ მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, თვალის ბადურასთან დაკავშირებით».

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატრიუმის გლუტამატი ათწლეულების მანძილზე აგროვებს ადამიანის ორგანიზმში ნეგატიურ ეფექტს, რაც საბოლოო ჯამში, გლაუკომაში (თვალის ბადურის დაზიანების შეუქცევადი პროცესი, რომელიც სიბრმავეს იწვევს) ვლინდება.

imageიმის გაგება, არის, თუ არა პროდუქტში გლუტამატი, რთული არ არის – ის ყოველთვის არის დატანილი შეფუთვის ეტიკეტზე Е 621 სახით, ხოლო ხანდახან, ის აბსტრაქტული, «გემოს გამაძლიერებლის» სახელის ქვეშ იმალება. ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით არის ყველა სახის ხორცის, თევზის, ქათმის, სოკოს და სოიოს ნახევარფაბრიკატში. ნატრიუმის გლუტამატს ასევე შეიცავს: ჩიპსები, კრეკერი, საწებელი, დაფასოებული სანელებლები, ბულიონის კუბიკები და მშრალი კერძები (სუპი, კარტოფილის პიურე, მაკარონი და ა. შ. ყველა კერძი, რომელიც მხოლოდ წყლის დამატებით მზადდება).

გლუტამატი «სიცოცხლეს უხანგრძლივებს» იმ პროდუქტებს, რომლის გემო შენახვის შემთხვევაში «კვდება», ან აძლევს გემოს, რომელიც პროდუქტს რეალურად არა აქვს.


image


კერძის სუნი მის საგემოვნო თვისებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია...


გრიპის ან სურდოს დროს, როდესაც ადამიანს ცხვირი აქვს გაჭედილი, ის სათანადოს ვერც საჭმნის გემოს შეიგრძნობს.
ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი გემოს შეგრძნების უნარი, თავისში სუნის შეგრძნებასაც აერთიანებს და მიუხედავად იმისა, რომ ენის ზედაპირზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა, რომელიც გემოს შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი, გემოს აღქმა, უმეტეს შემთხვევაში, სულ სხვაგვარად ხდება:
იმისდა მიხედვით, თუ რა ოდენობის თუ რაობის საკვები ხვდება პირის ღრუში, მისი ერთი ნაწილი, მსუბუქ მიკროსკოპულ «ნისლად» გარდაიქმნება და ცხვირში ხვდება. ამგვარად, ნებისმიერი სანელებელი და არომატი, რომელსაც საკვები შეიცავს, ჩვენი ყნოსვის რეცეპტორების სტიმულირებას იწვევს და საგემოვნო შეგრძნებებზე ახდენს გავლენას.


image


პირის ღრუ ორგანიზმის ყველაზე ჭუჭყიანი ნაწილია


მივირთმევთ სუფთა და თერმულად დამუშავებულ პროდუქტებს, კბილებს დღეში 2-ჯერ ვიხეხავთ. ამას კბილის საწმენდი დამატებითი საშუალებებიც ემატება (კევი, ძაფი, ჩხირი) და ყოველივე ამის შემდეგ, კიდევ ჭუჭყიანია? – იტყვის ბევრი ადამიანი.
მართალია, ჭუჭყიანია, მაგრამ პირველ ადგილზე ნამდვილად არ არის. ამ მხრივ მას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და შარდ სასქესო ორგანოები უსწრებს, რომლიდანაც ორგანიზმის ცხოველმოქმედების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გამოყოფა ხდება.
გამოდის რომ, ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც სათაურიდან ჩანს. ჩვენს პირის ღრუში რომ უამრავი ბაქტერია ცხოვრობს, მართალია. მაგრამ, ამ ბაქტერიებს ადამიანისთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს, – უფრო პირიქით, მაგ., თუ პირის ღრუში ავადმყოფობის გამომწვევი მიკორობი მოხვდება, ეს «კარგი» ბაქტერიები «დაესევიან», გაანადგურებენ და ავად აღარ ვხდებით. მაგრამ, თუ ეს «კარგი» ბაქტერია სხეულის სხვა ნაწილში მოხვდება (მაგ., ადამიანის კბენის ან საკუთარი ნერწყვის გადაცდენის და მისი ფილტვებში მოხვედრის შემთხვევაში), მაშინ ინფექციის განვითარების დიდი ალბათობა არსებობს.


image


პირი კუნთოვანი ორგანოა


თუ არ ჩავთვლით თავის ქალის ძვლოვან სტრუქტურას და ქვედა ყბას, ძნელი დასაჯერებელი იქნება, რომ პირი მხოლოდ, კანთან და მემბრანებთან ერთად, დაჭიმული კუნთების ნაკრებია.

imageანატომიის წიგნს თუ გადავათვალიერებთ, ვნახავთ, რომ ჩვენი სახის კონტურის ფორმირება ძირითადად კუნთებით ხდება და თითოეული კუნთი ჩვენი პირის გარკვეული სახის მოძრაობაზე არის პასუხისმგებელი.

imageimageimageimageimageimageimage








0
559
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0