ითვლება, რომ სუფთა ენა ნადების გარეშე – ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნიშანია. თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის. ენაზე შეიძლება აისახოს პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის მდგომარეობა.
მაგალითად, ენის წვერი პასუხისმგებელია მენჯის ღრუს ორგანოებზე, შუა ნაწილის მარცხენა მხარე – ღვიძლზე, მარჯვენა კი – ელენთაზე. ენის წინა მხარეს გვერდები მიუთითებენ ფილტრვების მდგომარეობაზე – მარჯვენა და მარცხენა. და ასე შემდეგ. რაც უფრო სქელია ნადები, მით უფრო სერიოზულია პრობლემა.
ენის ცალკეული ნაწილი ჩვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოსთანაა კავშირში. ამიტომაც ნებისმიერი დაავადება პირდაპირ აისახება ენის ზედაპირის შესაბამის ადგილზე.
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ნადების, ენის ფერის და მისი ლორწოვანი გარსის მიხედვით. ზოგადად, ნადები ენაზე წარმოადგენს იმუნიტეტის შესუსტებისა და ქრონიკული დაავადებების პირველ ნიშანს. რაც უფრო სქელია ის, ორგანიზმში უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს არსებული დაავადებები.
ენა ნადებით იფარება დისბაქტერიოზის, სტომატიტის, სოკოვანი ინფექციების და სხვა ავადმყოფობების დროს.
ქრონიკული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს ენის ძირზე ყავისფერი ნადები ჩნდება.
მოცისფრო ფერი გვამცნობს გულ-სისხლძარღვთა უკმარისობაზე, რაც ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანებს ახასიათებთ, სანამ დაეწყებათ "სიმძიმის" შეგრძნება, ტკივილი და სისუსტე.
დადგენილია, რომ ჰიპოაციდური გასტრიტის (დაბალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) დროს ენა მთლიანად ნადებიანია. მაღალი მჟავიანობისას კი მისი ზედაპირი უხეშდება და ასევე თან ახლავს ანთებითი პროცესიც.
"გეოგრაფიული" ენა, რომელიც რუკას ჰგავს, ბავშვებში მიანიშნებს საკვების ალერგიაზე.
მის აღმოცენებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ალერგიას, ჰორმონულ ცვლილებებს, გენეტიკას, კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს, ფსორიაზს და სტრესს.
ენის წვერის სიწითლე და მსუბუქი ტკივილი გვამცნობს მენჯის ღრუს რომელიმე ორგანოს დაავადებაზე.
შეშუპება და სიწითლე ენის მარჯვენა ნახევარში წვერიდან შუა ნაწილლამდე, გვატყობინებს ღვიძლის ანთებითი დაავადების შესახებ. იგივე ცვლილებები მარცხნივ –ელენთასთან დაკავშირებული პრობლემებზე მიუთითებს.