პარამეცნიერებები ჩინგიზ-ყაენის, თემურლენგის, ნაპოლეონს და კეისარი ფარული იარაღი 1 თებერვალი, 10:06 სტატისტიკის მიხედვით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანების უმრავლესობას (10-დან – 9-ს), აზრების მანძილზე გადაცემის შესაძლებლობის სჯერა. მაგრამ, ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტის მიუხედავად, 100% -იანი რწმუნებით თეორიის წამოყენება, რომელიც აზრობრივი კონტაქტის ფენომენს ანუ ტელეპათის ახსნის, შეუძლებელია... ტერმინი «ტელეპათია», მოვლენის არსებობაზე, ბევრად უფრო გვიან გაჩნდა. ის 1882 წელს ბრიტანელმა პოეტმა და ფილოსოფოსმა ფრედერიკ მაიერსმა გამოიგონა. რაც შეეხება თვით მოვლენას, - დისტანციაზე აზრების გადაცემის შესახებ ინფორმაციას, ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელი ქურუმები ფლობდნენ და ზოგიერთი მათგანი, ტელეპათიის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ტელეპათიისკენ დიდი მიდრეკილება ჰქონდათ ბაბილონელებსაც. ამ ფსიქოლოგიურმა ფენომენმა მასობრივი ყურადღება ХІХ საუკუნის შუა წლებში მიიპყრო, როდესაც ამერიკა სპირიტიზმით გატაცების ტალღამ მოიცვა. მალე ნათელმხილველები, მედიუმები და ექსტრასენსები ევროპაშიც გაჩნდნენ... იმ პერიოდში, მეცნიერებმა ეს ყველაფერი სისულელედ მიიჩნიეს და მხოლოდ ХХ საუკუნის 30-იანი წლებში, ამერიკელმა ბიოლოგმა ჯეი ბი რაინმა (Joseph Banks Rhine) და მისმა მეუღლემ ლუიზამ, რომელიც ბოტანიკის მეცნიერებათა დოქტორი და პარაფსიქოლოგი იყო, აღნიშნული მოვლენის ახსნას ექსპერიმენტების საშუალებით სცადეს. მათ ამისთვის ცენერის ბანქო (Zener cards) გამოიყენეს, რომლის დასტაში მხოლოდ 5 მარტივი გამოსახულება (ვარსკვლავი, წრე, კვადრატი, ჯვარი, ტალღოვან ხაზები) იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაინების შრომა მკაცრად გააკრიტიკეს და თაღლითები უწოდეს, მეცნიერებმა ერთმანეთისგან პარაფსიქოლოგიის და მკითხაობის გამიჯვნა და ფსიქოლოგიაში პარაფსიქოლოგიის მიმართულების დაარსება შეძლეს. ხოლო, ამ საუკუნის დასაწყისში, ედინბურგის უნივერსიტეტში ჩატარებულ ექსპერიმენტში, სწორედ ის მარტივი გამოსახულებები გამოიყენეს, რომელსაც რაინები საკუთარ ცდებში იყენებდნენ. რაც შეეხება ედინბურგის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევებს, ექსპერიმენტით მეცნიერთა ჯგუფი, ტელეპათიის ფენომენის არსებობის ფაქტის დამტკიცებას, ან მის უარყოფას შეეცადა. ამისთვის მათ «გონცფელდის» (Ganzfeld effect) მეთოდით ისარგებლეს, რომლის ავტორი, ჩარლზ ჰონორტონი (Charles Honorton) ამტკიცებდა, რომ ამ მოვლენის აღმოჩენა, ადამიანის სიფხიზლის მდგომარეობაში შეუძლებელი იყო... და იმისთვის, რომ ტელეპათიური ნიჭის გამოვლენა მომხდარიყო, ადამიანის ნორმალური მდგომარეობიდან, განსხვავებულ მდგომარეობაში გადაყვანა იყო საჭირო, რომლის მიღწევა ჰიპნოზით, მედიტაციით ან სხვა, მსგავსი მეთოდებით შეიძლება. სხვა სიახლეები:* ფსიქოლოგია ტესტი: უპასუხეთ უმარტივეს კითხვებს და გაიგეთ საკუთარ შინაგან სამყაროზე უფრო მეტი* 15 უცნაური და საინტერესო ისტორიული ფაქტი* უნდა დავეხმაროთ, თუ არა ადამიანს, რომელიც გამუდმებით წუწუნებს? – პასუხი კითხვაზე* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები427 შეფასება არ არის
|