x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩინგიზ-ყაენის შესახებ

ჩინგიზ-ყაენის სახელი ყველასთვის ცნობილია. ყველამ იცის რომ ის დიდი მეომარი და იმპერიის მმართველი იყო. მაგრამ, მის ბიოგრაფიაში არის ისეთი ფაქტები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, ფართო საზოგადოებისთვის. აქ ზოგიერთ მათგანს წარმოგიდგენთ.


image


ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინგიზი დაიბადა, ხელში შედედებული სისხლის კოლტი ეჭირა, რამაც მას დიდი მმართველის ბედი უწინასწარმეტყველა. მისი დაბადების თარიღი ცნობილი არ არის. რადგან ისტორიკოსები განსხვავებულ წლებს ასახელებენ: 1162, 1155 და 1167.

ჩინგიზ-ყაენი — ნამდვილი სახელი არ არის. დაბადებისაც მას — თემუჩინი დაარქვეს, რაც «რკინისას» ან «მჭედელს» ნიშნავს. სახელი ცუდი არ იყო, მაგრამ დიდ მეომარს და იმპერატორს არ შეეფერებოდა. ამიტომ, 1206 წელს მან სახელი შეიცვალა და მსოფლიოს ჩინგიზ-ყაენის სახელით მოევლინა.

«ყაენი» — რა თქმა უნდა, «მმართველს» ნიშნავს, ხოლო «ჩინგიზთან» დაკავშირებით, მეცნიერები დღემდე კამათობენ. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩინურად «ჩჟენ» — «სამართლიანს» ნიშნავს. ასე, რომ, «ჩინგიზ-ყაენი» — რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, «სამართლიან მმართველს» ნიშნავს.

ჩენგიზს რთული ბავშვობა ჰქონდა. მამა მტრულად განწყობილი ტომის მეომრებმა რომ მოკლეს, მომავალო იმპერატორი 9 წლის იყო. 10 წლის იყო, როდესაც საკუთარი ძმა მოკლა. ნადირობიდან მოსულებმა, ნანადირევი ვერ გაიყვეს...

15 წლის ტყვედ ჩავარდა. მან გაქცევა მოახერხა და პირველი აღიარება სწორედ მაშინ მოიპოვა.

9 წლის ასაკში, მომავალი მეუღლე - ბორტე გაიცნო, რომელიც მასზე 2 წლით იყო უფროსი. 16 წლისამ იქორწინა, რამაც ორი ტომის გაერთიანებას გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინგიზ-ყაენს, ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნისას, უამრავი ხარჭა ჰყავდა, ბორტე უწინდებულად დედოფლად რჩებოდა.

შურისძიების მიზნით, მერკიტების ტომის წარმომადგენლებმა მსოფლიოს მომავალი დამპყრობლის ცოლი მოიტაცეს. ჩინგიზ-ყაენი დაესხა მათ ტომს. მტერი დაამარცხა და ბორტე სახლში დააბრუნა. მალე წყვილს ვაჟი - ჯუჩი შეეძინა, რომელიც მამამ საკუთარ შვილად არ აღიარა (მათ 6 შვილი ჰყავდათ და ტახტის მემკვიდრედ ჩინგიზ-ყაენმა, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, მესამე ვაჟი - უგედეი გამოაცხადა. რედ.).


არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა ჩინგიზ-ყაენი


ინტერნეტში და ისტორიის სახელმძღვანელოებში მისი უამრავი ფოტოს ნახვა შეიძლება. მაგრამ, სინამდვილეში, უცნობია თუ როგორ გამოიყურებოდა ის ადამიანი. ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ისტორიამ, ამხელა იმპერიის მმართველის სახე არ შემოინახა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ დიდი იმპერატორი არავის აძლევდა მისი დახატვის უფლებას. ამიტომ არ არსებობს არც სურათი, არც ქანდაკება და წარმოიდგინეთ, მისი გარეგნობის, ზუსტი სიტყვიერი აღწერილობაც არ არსებობს. გადმოცემით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მაღალი იყო, ჟღალი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრმა ადამიანმა სცადა მისი დახატვა, მეხსიერებით. ამიტომ არის, რომ მის გარეგნობაზე მხოლოდ დაახლოებითი წარმოდგენა გვაქვს.


ჩინგიზ-ყაენი რელიგიურად ტოლერანტული იყო


სისასტიკის მიუხედავად, ჩინგიზ-ყაენი შემწყნარებელი იყო რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. ის სწავლობდა ისლამს, ბუდიზმს, დაოსიზმს და ქრისტიანობას, ოცნებობდა ისეთთ იმპერიაზე, რომელშიც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არ იქნებოდა.


ჩინგიზ-ყაენმა მონღოლეთის დიდი იმპერია შექმნა


ჩინგიზ-ყაენის იმპერია ყველაზე დიდი უწყვეტი იმპერია იყო კაცობრიობის ისტორიაში. ის მთელი ხმელეთის 16, 11% მოიცავდა, ხოლო ფართობი 24 მლნ. კვ. კმ-ს შეადგენდა!

ის წყნარი ოკეანის სანაპიროდან აღმ. ევროპამდე იყო გადაჭიმული და სახელმწიფოთა ყველაზე დიდ გაერთიანებას წარმოადგენდა.


ჩინგიზ-ყაენს ბევრი შვილი ჰყავდა


ახალი მიწების დაპყრობის შემდეგ, ჩინგიზ-ყაენის ბრძანებით, მამაკაცებს ხოცავდნენ, ხოლო ქალები მეომრების განკარგულებაში გადადიოდნენ. ის სილამაზის კონკურსებს აწყობდა ტყვედ აყვანილ ქალებს შორის, ყველაზე ლამაზი ქალის გამოსავლენად. გამარჯვებული მისი მრავალრიცხოვანი ჰარემის წევრი ხდებოდა, ხოლო დანარჩენები, როგორც როგორც აღვნიშნეთ, მეომრების ხელში გადადიოდნენ.

ჰარემის ყველა ქალი მას შვილს უჩენდა. იმპერატორი აზრით, დაპყრობილი ქვეყნების ტერიტორიებზე, მონღოლების გამრავლება, მისი იმპერიის სტაბილურობის გარანტია იქნებოდა.

რამდენი შვილი ჰყავდა? ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, აზიელი მამაკაცების, დაახლოებით 8 პროცენტს, Y-ქრომოსომაში მონღოლური გენი აქვს.


ჩინგის-ყაენს არ უყვარდა მოღალატეები და არასტუმართმოყვარე ადამიანები

imageროდესაც სპარსებმა მონღოლეთის ელჩს თავი მოჰკვეთეს, ჩინგიზი განრისხდა და სპარსეთის მოსახლეობის 90 % ამოწყვიტა.

ზოგიერთი შეფასებით, ირანის (ყოფილი სპარსეთი) მოსახლეობის რაოდენობამ, მონღოლებამდელ დონეს, მხოლოდ გასული საუკუნის დასაწყი მიაღწია.

ჩინგიზ-ყაენის ბრძანებით, დაპყრობილ ტერიტორიებზე განხორციელებული ხოცვა-ჟლეტვის შედეგად, საერთო ჯამში, 40 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც იმ პერიოდში, დედამიწის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენდა.

შედარებისთვის: II მსოფლიო ომის დროს 60-80 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც იმ პერიოდის მოსახლეობის საერთო რაოდენობის «მხოლოდ» 3% შეადგენდა.

ნაიმანების დაპყრობის შემდეგ, უიგურები, რომლებიც იმ ტომში მსახურობდნენ და ადგილობრივებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ, მონღოლების მხარეს გადავიდნენ. ისინი პირველი სახელმწიფო მოხელეები და პირველი მასწავლებლები იყვნენ მონღოლეთის ტერიტორიაზე.

მონღოლეთში დღემდე უიგურულ ალფავიტს იყენებენ.



ჩინგიზ-ყაენის სიკვდილი იდუმალებით არის მოცული


ჩინგიზ-ყაენი 1227 წელს გარდაიცვალა, 65 წლის ასაკში. არავინ იცის, რა იყო მისი სიკვდილის მიზეზი და არც ის არის ცნობილი, თუ სად მდებარეობს მისი საფლავი. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, იგი ტყვედ ჩავარდნილმა ჩინელმა დედოფალმა მოკლა. არის კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, ყაენი ცხენიდან ჩამოვარდა. მაგრამ, მიზეზი უცნობია.

რაც შეეხება საფლავს, მისივე მოთხოვნით, ის მდინარით დატბორეს, რომ სიკვდილის შემდეგ, არავის შეეწუხებინა დიდი იმპერატორი.


მონღოლეთში ჩინგიზ-ყაენი ეროვნული გმირია


იმის გამო, რომ მან მონღოლეთის დიდი იმპერია შექმნა და მონღოლური ტომები გაერთიან, ჩინგიზ-ყაენი მონღოლებისთვის ეროვნული გმირია და მისი პორტრეტი ტუგრიკზე — მონღოლურ ვალუტაზე არის ასახული. დიდი წინაპრის სისასტიკის შესახებ მონღოლებს არც საუბარი და არც მოსმენა არ უყვართ. მათთვის — ის ნამდვილი გმირია. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageწარმოუდგენელი ფაქტები დამთხვევების ისტორიიდან
წარმოუდგენელი ფაქტები დამთხვევების ისტორიიდან (II ნაწილი)
თამაში სიკვდილთან: გლადიატორები

ნაკლებად ცნობილი ფაქტები II მსოფლიო ომის ისტორიიდან



0
2797
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0