x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ტესტი: უპასუხეთ უმარტივეს კითხვებს და გაიგეთ საკუთარ შინაგან სამყაროზე უფრო მეტი

ეს ტესტი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენი შინაგანი სამყაროს სურათის უკეთესად დანახვაში. მასში აქცენტი ფერზეა გაკეთებული. მაგრამ, თითოეული ფერი, ჩვენი ხასიათის და ემოციების სხვადასხვა ასპექტს ასახავს. ხოლო, ამ ტესტის გავლის შემდეგ, უკეთესად გაუგებთ საკუთარ თავს...

ტესტის გავლისას, გაითვალისწინეთ, რომ აქ არ არის სწორი და არასწორი პასუხი. ყოველი პასუხი, უბრალოდ, თქვენს ინდივიდუალობას, პიროვნულ ხასიათს ასახავს.


image


უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ თითოეულ კითხვას და შემდეგ დაითვალეთ პასუხების რაოდენობა a, b, c და d, რომ გაიგოთ, თუ რა ფერისაა თქვენი შინაგანი სამყარო?


1. რომელი ელემენტი გიზიდავს ყველაზე მეტად?
а) მიწა
b) წყალი
c) ჰაერი
d) ცეცხლი


2. წელიწადის რომელ სეზონს ანიჭებთ უპირატესობას?
а) გაზაფხული
b) ზაფხული
c) შემოდგომა
d) ზამთარი


3. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის არჩევა რომ შეგეძლოთ, რომელს აირჩევდით?
a) ცოდნა
b) სიმდიდრე
c) სიმშვიდე
d) ძალა


4. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სურნელი:
a) ყვავილების არომატი
b) ზღვის სინოტივე
c) ახალი პურის სუნი
d) ტყის ჰაერი, წვიმის შემდეგ


5. რომელია თქვენთვის უფრო ახლოს?
а) მუსიკა
b) ფერწერა
c) ლიტერატურა
d) ცეკვა


6. რომელია თქვენთვის სასურველი პერიოდი?
a) დილა
b) დღე
c) საღამო
d) ღამე


7. სხვა ეპოქაში რომ შეგეძლოთ ცხოვრება, რომელს აირჩევდით?
a) ძველი რომი
b) შუა საუკუნეები
c) სამრეწველო რევოლუციის პერიოდს
d) მომავალს


8. დღეს ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?
a) უსამართლობა
b) ეკოლოგია
c) შეუწყნარებლობა
d) სიტყვის თავისუფლების ნაკლებობა


9. რა ტიპის მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?
a) კლასიკური
b) როკი
c) პოპი და ელექტრონული
d) ჯაზი, ან ბლუზი


10. ცხოველი რომ ყოფილიყავი, რომელი იქნებოდით?
a) სახლის კატა
b) დელფინი
c) ბუ
d) მგელი


თუ პასუხების გაცემისას, უმეტესად – a დააგროვეთ, თქვენ "მწვანე" შინაგანი სამყარო გაქვთ.

მწვანე – ბუნების, აღდგენის და ჯანმრთელობის სიმბოლოა. თქვენ ხშირად ხართ ჰარმონიაში გარე სამყაროსთან და აფასებთ წონასწორობას ცხოვრებაში. გაქვთ ახალ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარი. ხართ მეგობრული და გულისხმიერი სხვების მიმართ. სტაბილურობა და სიმშვიდე არის თქვენი სულიერების სიმშვიდის გასაღები.


თუ პასუხების გაცემისას, უმეტესად – b დააგროვეთ, თქვენ "ლურჯი" შინაგანი სამყარო გაქვთ.

ლურჯი – ზღვასთან, ცასთან და უსასრულო ჰორიზონტებთან ასოცირდება. ლურჯი ფერი მშვიდობის, სიმშვიდის და სტაბილურობის სიმბოლოა. თქვენ ალბათ ხართ ადამიანი, რომელიც აფასებს ღრმა, აზრიან ურთიერთობებს და ერთგულება, გულწრფელობა და საიმედოობა გახასიათებთ. სულიერი და ემოციური ჰარმონიისკენ მიისწრაფვით.


თუ პასუხების გაცემისას, უმეტესად – c დააგროვეთ, თქვენ "ყვითელი" შინაგანი სამყარო გაქვთ.

ყვითელი – სინათლის, სითბოს და ბედნიერების სიმბოლოა. ყვითელი ოპტიმიზმის და პოზიტიური ენერგიის ფერია. თქვენ, სავარაუდოდ, კომუნიკაბელური ადამიანი ბრძანდებით, ცხოვრებისადმი ხალისიანი დამოკიდებულებით. თქვენი ცნობისმოყვარეობა, კრეატიულობა და ახალი იდეებისადმი გახსნილობა, სამყარო ნათელ ფერებში დანახვის საშუალებას გაძლევთ.


თუ პასუხების გაცემისას, უმეტესად – d დააგროვეთ, თქვენ "წითელი" შინაგანი სამყარო გაქვთ.

წითელი – ვნების, ენერგიის და მოქმედების სიმბოლოა. როგორც წესი, მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გამბედაობას იჩენთ ახალ წამოწყებებში. გაქვთ ნებისყოფა და თავდაჯერებულობა, რაც დაბრკოლებების მიუხედავად, მიზნისკენ სვლაში გეხმარებათ. გიყვართ თავგადასავლები და მძაფრი ემოციების შეგრძნება.


image

სხვა სიახლეები:


* ამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია... (15 ფოტო)

* ამ სურათზე პირველი რა დაინახეთ? (4 ფოტო) – ტესტი, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის აღმოსაჩენად

* უმარტივესი ნამცხვარი, შოკოლადის გულსართით

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0