x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355462
  • სურათი:507980
მექსიკაში ფეხბურთელი მატჩის დროს მოკლეს
image

ბოლივიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სერხიო ალბერტო ხაურეგი(Sergio Alberto Jáuregui) მექსიკაში მატჩის დროს მოკლეს.


ბოლივიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სერხიო ხაურეგი მექსიკაში მატჩის დროს მოკლეს.ამის შესახებ AS იუწყება. წყაროს ცნობით, ეს 28 იანვარს სამოყვარულო მატჩის დროს მოხდა.



ტრაგედია ქალაქ კუაუტლაში მოხდა(შტატი მორელოსი) დილის 11 საათზე .38 წლის ხაურეგი ამხანაგურ მატჩის დროს, სათადარიგოთა სკამს მიუახლოვდა, როცა უცნობი პირი მივარდა და ფეხბურთელს ექვსჯერ ესროლა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა. სროლის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა სპორტსმენის გადარჩენა ვერ შეძლეს.პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.


image


ხაურეგი პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას 2015 წელს დაემშვიდობა.მცველმა ბოლივიის ნაკრებში 2004 წლიდან 2005 წლამდე 13 მატჩი ჩაატარა.2005 წლიდან იგი თამაშობდა შვიცარულ კლუბ "ივერდონ -სპორტში".


კლუბმა "ატელტიკო სან პაულო რეიმ" განცხადება გაავრცელა "ფეისბუქზე"



"ვწუხვართ ჩვენი ყოფილი ფეხბურთელისა და კაპიტნის, სერხიო ხაურეგის გარდაცვალების გამო, რომელიც ბოლოს იცავდა ჩვენი გუნდის ფერებს ტორნეო დე ლოს სოლესში. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მის ოჯახს“.

0
361
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0