x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
5 ხრიკი ფსიქოლოგებისგან, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.


ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.



image


მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.




image



ფაქტები, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.



5 ხრიკი ფსიქოლოგებისგან, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ



1. თქვენი ტვინი აგრძელებს მუშაობას მაშინაც კი, როცა ისვენებთ, გძინავთ. დილით რომ იღვიძებთ, არასდროს დაგავიწყდებათ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არც წინა დღის დეტალები.


2. როცა თანამოსაუბრის მოტყუება გჭირდებათ, დაამატეთ რაღაც უხერხული დეტალი თქვენს ამბავს – ეს თქვენს ისტორიას უფრო დამაჯერებელს გახდის.


3. შეწყვეტილი გაკვეთილები დასრულებულზე უკეთ გემახსოვრებათ. თუ სიმღერა აიჩემეთ, უბრალოდ უფრო ხშირად წაიმღერეთ თავში მისი ბოლო სტრიქონები და მუსიკალური აკვიატება მალე გაივლის.


4. საღეჭი რეზინი გვეხმარება სტრესის გამკლავებაში. დაღეჭეთ იგი გამოცდის დროს ან სხვა სტრესულ სიტუაციაში.


5. როცა ადამიანთა ჯგუფი იცინის, ყველა ინსტიქტურად უყურებს იმ ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს.




0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0