x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდუმლო რომელსაც თემურლენგის საფლავი ინახავდა

თემურლენგის (1336-1405 წწ.) მავზოლეუმში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა უამრავი კითხვა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია... და იმ შემთხვევასიც, თუ მისტიკურ ლეგენდებს და მითებს ყურადღების მიღმა დავტოვებთ, ცნობილი მხედართმთავრის ნეშთის ექსგუმაციამ მეცნიერებს არაერთი სურპრიზი შესთავაზა.

თემურლენგი – აზიელებისთვის ლეგენდარული მხედართმთავარი (მისი ძეგლი შაჰრისაბზის (უზბ.) ცენტრში დგას), ხოლო ჩვენთვის დაუძინებელი მტერი, გათურქებული მონღოლი იყო და თავს ჩინგიზ-ყაენის შთამომავლად თვლიდა. მის არმიაში 200 ათასი დაქირავებული მეომარი ირიცხებოდა და ის მთელი ცხოვრების მანძილზე, დაპყრობით ომებს აწარმოებდა – შექმნა იმპერია, რომელშიც აზიის დიდი ნაწილი და ამიერკავკასია შედიოდა.


image


თემურლენგის დიდი იმპერიის დედაქალაქი სამარყანდი იყო და გარდაცვალების შემდეგ, ის გურ-ემირის მავზოლეუმში დაკრძალეს. მოგვიანებით, ეს მავზოლეუმი მისი ოჯახის საგვარეულო განსასვენებლად იქცა და გათხრების დროს, მასში, მხედართმთავრის ნეშთის გარდა, მისი შვილიების და შვილიშვილების სამარხებიც აღმოაჩინეს.

პირველად, სამარხის გახსნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში უნდოდათ, რადგან როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, ღამ-ღამობით თემურლენგის სარკოფაგიდან, თითქოს, კაკუნის ხმა ისმოდა და სინათლე გამოდიოდა. თუმცა, 1926 წ. გვამის ექსგუმაციის მოთხოვნაზე, შეტანილ ოფიციალურ განცხადებაზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანქცია არ გასცა – არ უნდოდათ დიდი მხედართმთავრის სულის შეწუხება.


imageგურ-ემირის მავზოლეუმი, სამარყანდი


თემურლენგის ე. წ. წყევლა, როგორც ჩანს, მეცნიერებს ხელს შემდგომ კვლევებშიც უშლიდა, რადგან როგორც ამბობდნენ, საფლავის გათხრის მომხრე, თავად სტალინიც იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ექსპედიციის ჩატარება მის მავზოლეუმში მხოლოდ 1941 წ. მაისში მოხერხდა.

ობიექტზე ჩასულ მეცნიერებს ხშირად აკითხავდნენ ადგილობრივები და აფრთხილებდნე, რომ დიდი დამპყრობელის ნეშთისთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა, რადგან ამას დიდი უბედურება მოჰყვებოდა, მაგ., შეიძლება, ომის დაწყებაც კი გამოეწვია... მაგრამ, საბჭოთა მეცნიერებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ათეისტები იყვნე, მსგავსი მითების არა სჯეროდათ.

როდესაც თემურლენგის სარკოფაგი გახსნეს, მავზოლეუმში არომატიზირებული ნივთიერების ძლიერი სუნი დადგა. მეცნიერებმა მის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის დადგენა შეძლეს და გაირკვა, რომ ეს სუნი მხედართმთავრის ბალზამირებული სხეულიდან მოდიოდა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ თითქმის 600 წლის მანძილზე, ამ ნივთიერებას თავისი არომატი არ დაუკარგავს. კიდევ უფრო მეტად, ისინი იმან გააცა, რომ ნეფრიტის საფლავის ქვაზე, რომელიც მათ გათხრის დროს იპოვეს, არაბულ ენაზე (თემურლენგმა კარგად იცოდა არაბული და თურქული ენები და იმასაც ამბობენ, რომ ფრანგულ ენასაც ფლობდა) იგივე ფრაზა იყო გრავირებული, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობდა. კერძოდ, მასზე ეწერა, რომ თემურლენგის ნეშთის შეწუხება არაფრით არ შეიძლებოდა და თუ ასეთი რამ მაინც მოხდებოდა, ყველას საშინელი უბედურება ელოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათხრების დროს, რამდენჯერმე მოულოდნელად ჩაქრა სინათლე, ფუჭდებოდა ტექნიკა და ხდებოდა სხვა, არაგეგმიური ფაქტები, რომლებიც დაწყებული გათხრის პროცესს აფერხებდნე. მაგრამ, ექსპედიციის მონაწილეები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ.

1941 წლის 21 ივნისს, როგორც იქნა, თემურლენგის კუბოს სახურავი ახადეს. ხოლო, მეორე დღეს დიდი სამამულო ომი დაიწყო...


image


კიდევ ერთი მოულოდნელობა, მეცნიერებისთვის, თვით თემურლენგის ნეშთი გახდა. გაირკვა, რომ დიდ დამპყრობელს, რომელიც საკუთარი მონღოლური წარმომავლობით ამაყობდა, წითური თმა ჰქონდა და სიმარლით – 170 სმ. იყო. ხოლო, მისი სახის ნაკვთები, უფრო ინდოევროპელის გარეგნობას შეესაბამებოდა (შედარებით ვიწრო სახე, ამოწეული ცხვირის ფუძე და თვალებს ზემოთ, შუბლის რელიეფური ნაწილი), ვიდრე მონღოლოიდურს. ამ აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებს ეჭვიც კი გაუჩნდათ, რომ ნეშთი თემურლენგის არ იყო. ამიტომ, მას დამატებითი კვლევები ჩაუტარეს და მარვალრიცხოვან ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით დიდი მხედართმთავარი კოჭლი იყო, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გერ-ემირის მავზოლეუმში მართლაც თემირლენგის ნეშთი იყო.


image


აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანის, რომლის ნეშთსაც იკვლევდნენ, მარჯვენა ხელი და ფეხი, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ჰქონდა ტრამვირებული. ხოლო, ძვლები ცუდად იყო შეზრდილი. გარდა ამისა, მეცნიერებმა გააქარწყლეს მითი, რომლის მიხედვით, თემურლენგი თმას ხნით იღებავდა. კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მისი წითური თმა ნატურალური იყო და სავსებით შესაძლებელია, რომ ხმა, მისი ხნით შეღებვის შესახებ, თავად თემურლენგმა გაავრცელა, რომ მონღოლოიდური რასისგან თავისი განსხვავებულობა რამენაირად შეენიღბა.


imageთემურლენგის გარეგნობის რეკონსტრუქცია


imageimageimageimageimageimageimage








0
4355
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0