დღეს უკვე, ეჭვი არავის ეპარება, რომ უძველეს დროში, დედამიწას არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მაგ., არსებობს აღმოჩენები, რომლებიც ადასტურებენ უცხოპლანეტელების ადამიანების ცხოვრებაში ჩარევის და მათთვის გარკვეული ცოდნის, ტექნოლოგიების და მოწყობილობების გადაცემის ფაქტებს.
მაგრამ, ახლა სად არის ეს ტექნიკური საშუალებები, არქივი, ან საწყობი, რომელშიც ინფორმაცია ინახება უცხოპლანეტელების შესახებ?
მეცნიერთა ნაწილი, რომელიც ამ თემით არის დაინტერესებული, თვლის, რომ არამიწიერი არტეფაქტები მთვარეზე უნდა ვეძებოთ. ასე, მაგ., ლონდონის უნივერსიტეტის თანამშრომელი იან კროუფორდი წინადადებით შემოდის, რომ მთვარის ათვისების პროგრამაში, ამ არტეფაქტების მოძებნის პუნქტიც შევიდეს: «ეს არ არის მთვარეზე დაბრუნების მთავარი მიზეზი — დაბრუნების ძალიან სანდო სამეცნიერო მიზეზები არსებობს. თუ უახლოეს 20-30 წელიწადში მთვარეზე დავბრუნდებით, მაშინ, სხვა საკითხებთან ერთად, უცხოპლანეტელების არტეფაქტების ძებნაც უნდა დავიწყოთ». კროუფორდი თვლის, რომ თუ მთვარეზე მართლაც არის არამიწიერი არტეფაქტები, მაშინ ის, მისი ზედაპირის ზედა ფენებში იქნება.
როგორც მეცნიერები ამბობენ, მთვარე ძალიან მოსახერხებელი ობიექტია ამგვარი არტეფაქტების შესანახად, უდავოა: მასზე არ არის გეოლოგიური აქტივობა და უჰაერო ატმოსფერო აქვს.
ხოლო ის, რომ ასეთი ტექნოლოგიები მართლაც არსებობდა, ჩვენამდე მოღწეული არაერთი ლეგენდა მეტყველებს. მაგ., ტექნოლოგიები, რომელსაც მეფე სოლომონი ფლობდა. მეფემ იერუსალიმში, 7 წელში, მხოლოდ იაჰვეს ტაძარი კი არა, ოქროს სასახლეც ააშენა. გადმოცემით, მშენებლობა უხმოდ მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვების დამუშავება იყო საჭირო. ძველი ქრონიკების მიხედვით, მეფე მშენებლობის დროს, «შამირს» იყენებდა, რომელიც «კლდეს მარტივად ჭამდა». სასახლეში კი, მეფის ტახტს ოქროს ლომები იცავდნენ, რომლებიც საჭირო მომენტში, ცოცხლდებოდნენ და ტახტზე დაჯდომის უფლებას, არცერთ დამპყრობელს არ აძლევდნენ.
ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ მშენებლობაში სოლომონს ჯინები ეხმარებოდნენ, რომელსაც მეფე ცნობილი ბეჭდის მეშვეობით მართავდა.
ტაძრისა და სასახლის აშენების, კოლოსალური სამუშაოების შემდეგ, სოლომონმა დასვენება გადაწყვიტა და დამასკოში წავიდა. მოგზაურობის დასაჩქარებლად, სოლომონი ჯინს ზურგზე შეაჯდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეს გადაადგილების, ძალიან მოუხერხებელი გზა იყო და სოლომონმა აბრეშუმის დიდი ხალიჩების შექმნა ბრძანა. ის იმხელა უნდა ყოფილიყო, რომ ის და მის თანმხლები პირები დატეულიყვნენ. შემდეგ, თავისი ჯადოსნური ბეჭდით, ქარს ხალიჩების ჰაერში აწევა უბრძანა... ასე რომ, მფრინავი ხალიჩა–თვითმფრინავი, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა.
გარდა ამისა, იგივე ლეგენდების თანახმად, სოლომონს მხოლოდ ჰაერში გადაადგილება კი არა, დროში მოგზაურობაც შეეძლო. მან იცოდა, რომ მისი ტაძარი, დროთა განმავლობაში, დაინგრეოდა და ამიტომ, დროულად მოამზადა მიწისქვეშა სამალავი, სადაც მთელი თავისი საგანძური გადამალა, მათ შორის აღთქმის კიდობანი და სოლომონის თასი, რომელზეც გამოკვეთილი იყო, წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეს შესახებ.
ძნელი წარმოსადგენია არამიწიერი ცივილიზაციების ტექნოლოგიური არტეფაქტების მნიშვნელობა. მაგრამ, იქნებ, უცხოპლანეტელებმა იფიქრეს, რომ კაცობრიობა მზად არ არის, ეს დიდი საჩუქარი მათი ხელიდან მიგვეღო? ამიტომ, ყველაფერი მოაგროვეს და მთვარეზე გადაიტანეს...