სხვა მაია ნიკოლეიშვილი:"ტელევიზიებო, დალოცვილებო, გააშუქეთ, ნახეთ, მსოფლიო მედიცინაში რა გაკეთდა! როგორი საამაყო ქართველები გვყავს!!!! 2017, 7 მარტი, 15:33 დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი "ფეისბუქით" რუსეთში მცხოვრები ქართველი ექიმის ლეო ბოკერიას უნიკალურ ოპერაციას ეხმაურება და შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: " ტელევიზიებო, დალოცვილებო, გააშუქეთ, ნახეთ, მსოფლიო მედიცინაში რა გაკეთდა! როგორი საამაყო ქართველები გვყავს!!!! გვანახეთ ასეთი დიდი მეცნიერების ინტერვიუ, როგორ ცხოვრობენ, როგორია მათი წარსული, აწმყო, ოჯახი, წარმატების ფორმულა! კი, კარგია, წარმატებული მოდელი გოგონების ცხოვრებას რომ აშუქებთ მაგრამ ასეთი დონის მეცნიერის ცხოვრება უფრო სამაგალითო და საინტერესო მგონია მე! :) -აბა, ციანიდით და მიშა რამიშვილით რომ იწყება დილა და გვარამია-ხალვაშის დავით მთავრდება, რაღაც პოზიტივი ხომ გვჭირდება, მცირე დოზით მაინც? :))))))) რუსეთში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში მსოფლიოში პირველად 23 წლის პაციენტს ღორის ბიოლოგიური მასალისგან შექმნილი ხელოვნური გულის სარქველი გადაუნერგეს.ოპერაცია საქვეყნოდ ცნობილმა ქართველმა ექიმმა ლეო ბოკერიამ ჩაატარა. იხილეთ ვიდეო P.S.მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ოპერაცია ლეო ბოკერიამ ჯერ კიდევ 2011 წელს განახორციელა, ასე, რომ აქ ახალი არაფერია.....უბრალოდ რატომღაც ქართული ინტენრეტგამოცემები ახლა აშუქებენ ამ ამბავს..რაც შეეხება ქალბატონი მაიას მოსაზრებას:დიდი ქირურგთან და მეცნიერთან ინტერვიუ ნამდვილად აქტუალური აყურადღებო აზრია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა. 293 6-ს მოსწონს 1-ს არა
|