x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
კანაფის ზეთი სიმსივნეს და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!
image


"საუკუნეზე მეტია, მსოფლიო ფარმაცევტული კომპანიები მალავენ კიბოსა და უამრავი სხვა დაავადების წამალს, მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე." - ასეთია სამედიცინო ექპერტების დასკვნა. კანაფის სამკურნალო თვისებებზე ინფორმაციას, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV საუკუნით დათარიღებულ ჩინელი ექიმების ჩანაწერებში მიაკვლიეს. კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიია და როგორც ჩანს, სწორედ აქედან გავრცელდა იგი ჩინეთსა და ინდოეთში. კანაფი მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
იქიდან გამომდინარე, რომ კანაფი იწვევდა ფსიქოტროპულ თრობას, აქტიურად დაიწყეს მისი გადამუშავება. რათა მისი სასარგებლო თვისებები მხოლოდ სამკურნალო თვალსაზრისით გამოეყენებინათ. კონკრეტულად რომელ წელს დაიწყო მისი გადამუშავება უცნობია, თუმცა მისი უნიკალური სამკურნალო თვისებები დღემდე იწვევს მედიკოსების გაოცებას.
კანაფის ზეთი არა მხოლოდ კვების პროდუქტი, არამედ ეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. უფრო კონკრეტულად რომელი დაავადების სამკურნალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ კანაფის ზეთი:
გულსისხლძარღვთა სისტემა: კანაფის ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ომეგა-3, ომეგა-6სა და ფიტოსტეროლებს. ამის გამო, იგი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას. ამას გარდა, კანაფის ზეთში შედის ვიტამინები: C, E, B6, კალიუმი, მაგნიუმი, ისინი ახდენენ სასურველ ზემოქმედებას სისხლძარღვებსა და გულის კუნთის მდგომარეობაზე. კანაფის ზეთის რაციონში ჩართვა რეკომენდირებულია: ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის იშემიით, აგრეთვე თრომბოფლებიტით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებში. კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს, რკინას, თუთიას, რომლბიც მონაწილეობენ სისხლის უჯრედების სინთეზში. ეს პროდუქტი რეკომენდირებულია ანემიით დაავადების დროს.
სასუნთქი სისტემა: რეკომენდირებულია კანაფის ზეთის მიღება ზედა სასუნთქი გზების კატარით, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტით, პნევმონიით, ასთმითა და ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის.image



საჭმლის მომნელებელი სისტემა: კანაფის ზეთს აქვს მსუბუქი გამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, შეხორცებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება გასტრიტის, კოლიტის, ენტერიტის, კუჭისა და ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.ასევე ქოლეცისტიტისა და ბუასილის სამკურნალოდ.
ონკოლოგიური დაავადებები: 1991 წელს ჩატარდა წამყვანი ონკოლოგების გამოკითხვა. გამოკითხულთა 60% კანაფის ზეთს იყენებდა კომლექსურ თერაპიაში, სიმსივნით დავადებულთათვის, ქიმიო თერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად. კანაფის ზეთში შემავალი ქლოროფილი, რომელსაც აქვს ანტისიმსივნური მოქმედება ებრძვის კიბოს უჯრედების განვითარებას. ისრაელსა და უკრაინაში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების კანაფის ზეთით მკურნალობა, სხვადასხვა კვლევით ცენტრებში.
კანი, თმა, ფრჩხილები: გამოვლევებმა აჩვენა, რომ ჭამამდე 2 ს/კ კანაფის ზეთის რეგულარულად მიღება, უკვე 2 კვირის შემდგომ უზრუნველყოფს ჯანმრთელ, რბილ კანსა და მაგარ ფრჩხილებს. ხოლო თმა იწყებს ხშირ ზრდასა და იძენს ბზინვარებას. რეკომენდირებულია კანაფის ზეთის შეტანა კვების რაციონში, შემდეგი დაავადებების დროს: ვიტილიგო, ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი, აკნე. ეს პროდუქტი შეიძლება, გამოყენებულ იქნეს კანის სიწითლის სამკურნალოდ.image



საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: კანაფის ზეთი შეიცავს ალფა ლინოლის მჟავას, რომელიც ააქტიურებს კალციუმის ათვისების პროცესს, რაც ხელს უწყობს, ძვლების გამაგრებას.
ნერვული სისტემა: რეკომენდირებულია ამ პროდუქტის მიღება: ნევროზის, უძილობის, ყურადღების დეფიციტისა და ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითების დროს.
იმუნიტეტი: სპეციალისტები, რომლებიც იკვლევენ კანაფის ზეთს, ერთ მოსაზრებაზე ჯერდებიან, რომ კანაფის ზეთის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უდიდესი ნაწილის ნორმალიზებას.
კანაფის ზეთის მოხმარების წესი: ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების მარაგის შესავსებად, კანაფის ზეთს იღებენ, 1 ჩ/კ ჭამის შემდეგ, 2-3 ჯერ დღეში. სასურველია, ზაფხულის თვეებში შესვენება. სხვადასხვა დაავადების კომლექსური მკურნალობისას, რეკომენდირებულია ზეთის მიღება თითო სუფრის კოვზით 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე, წყლის დაყოლების გარეშე. მძიმე შემთხვევების დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა, რათა დადგინდეს პრეპარატის მიღების ზუსტი დოზა.
უკუჩვენებები: ერთადერთი უკუჩვენება, შეიძლება იყოს პრეპარატის პირადი აუტანლობა.
გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცივი გამოწურვით დამზადებული კანაფის ზეთი ინარჩუნებს სამკურნალო თვისებებს. მისი სწორი მოხმარების შემთხვევაში კი, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს.












აგრეთვე:

სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!

ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი!

მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!

რატომ არ უნდა გადავყაროთ გოგრის თესლი?

როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები

რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?

დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები

რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას?

თირკმელების დაავადების ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი: 9 ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი რჩევა!

1
4778
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
4778
  
2017, 23 აგვისტო, 18:30
დაავადებას-ასე გაასწორეთ!
0 1 1